MS Excel-ში ჩაშენებულია 400+ ფორმულა.
ფორმულები არის სხვადასხვა კატეგორიის: მათემატიკური, სტატისტიკური, ლოგიკური და ასე შემდეგ.
ყველა ფორმულას აქვს დასახელება, შინაარსი და მოწყობა.
ფორმულის მოწყობა გულისხმობს თუ რა არგუმენტები უნდა შეიტანოთ ფორმულაში რათა ფორმულისაგან მივიღოთ სწორი პასუხი
ფორმულის ტიპი | ფორმულის სახელი | ფორმულის აღწერა | ფორმულის მოწყობა |
---|---|---|---|
თარიღი & დრო | NOW | გაძლევთ თქვენს კომპიუტერში მიმდინარე თარიღსა და დროს | =NOW() |
თარიღი & დრო | TODAY | გაძლევთ თქვენ კომპიუტერში მიმდინარე თარიღს | =TODAY() |
თარიღი & დრო | DATE | გვაძლევს თარიღს | =DATE(year,month,day) |
თარიღი & დრო | HOUR | გამოყოფს საათს დროიდან | =HOUR(serail_number) |
თარიღი & დრო | DAY | გამოყოფს დღეს თარიღიდან | =DAY(serail_number) |
თარიღი & დრო | MONTH | გამოყოფს თვეს თარიღიდან | =MONTH(serail_number) |
თარიღი & დრო | YEAR | გამოყოფს წელს თარიღიდან | =YEAR(serail_number) |
თარიღი & დრო | DAYS | გვაძლევს ორ თარიღს შორის არსებული დღეების რაოდენობას | =YEAR(end_date,start_date) |
თარიღი & დრო | WEEKNUM | გვეუბნება თარიღის კვირის ნომერს. (1-დან 53-მდე) | =WEEKNUM(serial_num,[return_type]) |
თარიღი & დრო | WORKDAY | გვეუბნება რა დღეა კონკრეტული თარიღიდან მე-N-ე სამუშაო დღე | =WORKDAY(start _date,days,[holidays]) |
თარიღი & დრო | NETWORKDAYS | გვაძლევს ორ თარიღს შორის სამუშაო დღეების რაოდენობას | =NETWORKDAYS(start_date, end_date, [holidays]) |
თარიღი & დრო | EDATE | გვაძლევს კონკრეტული თარიღიდან მე-N-ე თვის შემდეგ თარიღს | =EDATE(start _date,months) |
თარიღი & დრო | EOMONTH | გვაძლევს კონკრეტული თარიღიდან მე-N-ე თვის ბოლო დღეს | =EOMONTH(start _date,months) |
ინფორმაციული | ISTEXT | გვეუბნება უჯრა (მნიშვნელობა) ექსელის მიერ აღქმულია თუ არა ტექსტად | =ISTEXT (value) |
ინფორმაციული | ISNUMBER | გვეუბნება უჯრა ექსელის მიერ აღქმულია თუ არა რიცხვად | =ISNUMBER (value) |
ინფორმაციული | ISBLANK | გვეუბნება უჯრა არის თუ არა ცარიელი | =ISBLANK (value) |
ინფორმაციული | ISERROR | გვეუბნება უჯრა ექსელის მიერ აღქმულია თუ არა შეცდომად | =ISERROR (value) |
ლოგიკური | AND | ფორმულაში შეგვაქვს ერთი ან მეტი ლოგიკური ტესტი. ფორმულის პასუხია TRUE თუ ყველა ლოგიკა დაკმაყოფილდა და FALSE თუ ერთ ერთი ლოგიკური ტესტი მაინც არ დაკმაყოფილდა. | =AND(logical1,logical2...logical255) |
ლოგიკური | OR | ფორმულაში შეგვაქვს ერთი ან მეტი ლოგიკური ტესტი. ფორმულის პასუხია TRUE-ს ერთ-ერთი ლოგიკა მიანც დაკმაყოფილდა და FALSE თუ არც ერთი ლოგიკური ტესტი არ დაკმაყოფილდა. | =Or(logical1,logical2...logical255) |
ლოგიკური | XOR | ფორმულაში შეგვაქვს ერთი ან მეტი ლოგიკური ტესტი. ფორმულის პასუხია TRUE თუკი ლოგიკური ტესტებიდან ერთ-ერთი მიანც დაკმაყოფილდა და FALSE თუ ყველა დაკმაყოფილდა ან არც ერთი არ დაკმაყოფილდა | !ERROR! D21 -> Formula Error: An unexpected error occurred |
ლოგიკური | IF | წერს ერთ მნიშვნელობას თუ ლოგიკური ტესტი დაკმაყოფილდა და მეორე მნიშვნელობას თუ ლოგიკური ტესტი არ დაკმაყოფილდა | =If(logical_test,value_if_true,Value_if_false) |
ლოგიკური | IFS | ტესტავს ფორმულაში შეტანილ რამოდენიმე ლოგიკურ ტესტს, პასუხად გვაძლევს პირველი ჭეშმარიტი ლოგიკის შესაბამის მნიშვნელობას | =IFS(test1,value1, [test2,value2]) |
ლოგიკური | IFERROR | თუკი თქვენს მიერ მითითებულ უჯრაში წერია შეცდომა, მაშინ ამ შეცდომას ცვლის თქვენთვის სასურველი სიმბოლოთი(ებით) თუ არა გადმოაქვს მითითებულ უჯრაში არსებული მონაცემები უცვლელად | =IFERROR(value,value_if_error) |
ლოგიკური | IFNA | თუკი თქვენს მიერ მითითებულ უჯრაში წერია N/A-ს ტიპის შეცდომა, მაშინ ამ შეცდომას ცვლის თქვენთვის სასურველი სიმბოლოთი(ებით) თუ არა გადმოაქვს მითითებულ უჯრაში არსებული მონაცემები უცვლელად | =IFNA(value,value_if_error) |
ლოგიკური | TRUE | გვაძლევს ლოგიკურ მნიშვნელობას TRUE (სწორია) | =TRUE() |
ლოგიკური | FALSE | გვაძლევს ლოგიკურ მნიშვნელობას FALSE (არასწორია) | =FALSE() |
ლოგიკური | NOT | ტრიალებს ლოგიკურ მნიშვნელობას შედეგს | =NOT(logical) |
მათემატიკური | SUM | აჯამებს ფორმულაში თქვენს მიერ შეტანილ: რიცხვებს, თქვენს მიერ მითითებულ უჯრებში ან სივრცე(ებ)ში არსებულ რიცხვებს. | =Sum(number1,number2...number255) |
მათემატიკური | SUBTOTAL | გვაძლევს მონიშნული მონაცემების: ჯამის, საშუალოს, დათვლის მონაცემთა რაოდენობას და შეუძლია მიიღოს კიდევ რამდენიმე ფორმულის შინაარსი, იმის მიხედვით თუ რა function_num-ს ავირჩევთ. | =SUBTOTAL(function_num,ref1,ref2) |
მათემატიკური | SUMIF | აჯამებს თქვენს მიერ მითითებულ სივრცეში არსებულ რიცხვებს ერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით. | =SUMIF(range,criteria,[sum_range]) |
მათემატიკური | SUMIFS | აჯამებს თქვენს მიერ მითითებულ სივრცეში არსებულ რიცხვებს ერთ ან რამოდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით | =SUMIFS(sum_range,criteria_range1,criteria1) |
მათემატიკური | ABS | გვაძლევს რიცხვის აბსოლიტურ მნიშვნელობას | =ABS(number) |
მათემატიკური | RAND | გვაძლევს შემთხვევით რიცხვს 0-დან 1-მდე. | =RAND() |
მათემატიკური | RANDBETWEEN | გვაძლევს შემთხვევით მთელ რიცხვს მითითებულ დიაპაზონში | =RANDBETWEEN(bottom,top) |
სტატისტიკური | AVERAGE | გამოიანგარიშებს ფორმულაში შეტანილი: რიცხვების, მითითებულ უჯრებში ან სივრცე(ებ)ში არსებული რიცხვების საშუალოს. | =Average(number1,number2...number255) |
სტატისტიკური | MAX | გვეუბნება მითითებულ: რიცხვებში, უჯრებში, სივრცე(ებ)ში არსებული რიცხვებიდან რა არის ყველაზე დიდი რიცხვი. | =Max(number1,number2...number255) |
სტატისტიკური | MIN | გვეუბნება მითითებულ: რიცხვებში, უჯრებში, სივრცე(ებ)ში არსებული რიცხვებიდან რა არის ყველაზე პატარა რიცხვი. | =Min(number1,number2...number255) |
სტატისტიკური | COUNT | ითვლის ფორმულაში შეტანილი მნიშვნელობებიდან რამდენი არის რიცხვი | =Count(value1,value2...value255) |
სტატისტიკური | COUNTA | ითვლის ფორმულაში შეტანილი მნიშვნელობებიდან რამდენი არ არის ცარიელი | =CountA(value1,value2...value255) |
სტატისტიკური | COUNTBLANK | მითითებულ სივრცეში ითვლის უჯრების რაოდენობას რომლებიც ცარიელია | =CountBlank(range) |
სტატისტიკური | LARGE | წერს მონიშნულ სივრცეში K სიდიდის (მაგ: მეორე ყველაზე დიდი რიცხვი, მეხუთე ყველაზე დიდი რიცხვი და ა.შ.) რიცხვს. | =LARGE(array,k) |
სტატისტიკური | SMALL | წერს მონიშნულ სივრცეში K სიდიდის (მაგ: მეორე ყველაზე პატარა რიცხვი, მეხუთე ყველაზე პატარა რიცხვი და ა.შ.) რიცხვს. | =SMALL(array,k) |
სტატისტიკური | AVERAGEIF | გამოიანგარიშებს მონიშნულ სივრცეში არსებული რიცხვების საშუალოს რომლებიც აკმაყოფილებენ ერთ (თქვენს მიერ განსაზღვრულ) კრიტერიუმს. | =AVERAGEIF(range,criteria,average_range) |
სტატისტიკური | AVERAGEIFS | გამოიანგარიშებს მონიშნულ სივრცეში არსებული რიცხვების საშუალოს რომლებიც აკმაყოფილებენ რამდენიმე (თქვენს მიერ განსაზღვრულ) კრიტერიუმს. | =AVERAGEIFS(average_range,criteria_range1,criteria1) |
სტატისტიკური | COUNTIF | ითვლის თქვენს მიერ მითითებული კრიტერიუმის შესაბამის უჯრების რაოდენობას, თქვენს მიერ მითითებულ სივრცეში | =COUNTIF(range,criteria) |
სტატისტიკური | COUNTIFS | ითვლის თქვენს მიერ მითითებული სივრცეებში, ისეთი უჯრების რაოდენობას სადაც წერია თქვენს მიერ შერჩეული კრიტერიუმებები | =COUNTIFS(criteria_range1,criteria1) |
ტექსტი | CODE | გვაძლევს უჯრაში მოცემული პირველი სიმბოლოს შესაბამის კოდს | =Code(text) |
ტექსტი | UNICODE | გვაძლევს უჯრაში მოცემული პირველი სიმბოლოს შესაბამის უნიკოდს | =Unicode(text) |
ტექსტი | LEN | თვლის თუ რამდენი სიმბოლო წერია კონკრეტულ უჯრაში | =Len(text) |
ტექსტი | LEFT | თქვენს მიერ მონიშნულ უჯრაში არსებული სიმბოლოებიდან, მარცხნიდან გამოყოფს თქვენს მიერ მითითებული რაოდენობის სიმბოლოს. | =LEFT(text,num_chars) |
ტექსტი | RIGHT | თქვენს მიერ მონიშნულ უჯრაში არსებული სიმბოლოებიდან, მარჯვნიდან გამოყოფს თქვენს მიერ მითითებული რაოდენობის სიმბოლოს. | =RIGHT(text,num_chars) |
ტექსტი | MID | უჯრაში არსებული მონაცემებიდან გამოყოფს თქვენს მიერ მითითებული რაოდენობის სიმბოლოს. | =MID(text, start_num, num_chars) |
ტექსტი | CONCATENATE | ერთ უჯრაში აერთიანებს სხვადასხვა უჯრაში არსებულ მონაცემებსა და ფორმულაში შეტანილ დამოუკიდებელ ტექსტს. | =CONCATENATE(text1,text2) |
ტექსტი | SEARCH | პასუხად გვაძლევს თუ მერამდენე პოზიციაზე წერია, ჩვენთვის სასურველი სიმბოლო (სიმბოლოები) უჯრაში. | =SEARCH(find_text,within_text,start_num) |
ტექსტი | FIND | პასუხად გვაძლევს თუ მერამდენე პოზიციაზე წერია, ჩვენთვის სასურველი სიმბოლო (სიმბოლოები) უჯრაში. | =FIND(find_text,within_text,start_num) |
ტექსტი | TRIM | გადმოაქვს მონაცემები თქვენს მიერ მითითებული უჯრიდან სიცარიელეებს (სფეისებს) გარეშე, უჯრაში არსებულ ტექსტებს სიმბოლოებს შორის ტოვებს მხოლოდ ერთ გამოტოვებას (სფეისს) | =TRIM(text) |
ტექსტი | TEXT | აკონვერტირებს რიცხვებს ტექსტებად სხვადასხვა ფორმატში | =TEXT(value, format_text) |
ტექსტი | UPPER | აკონვერტირებს პატარა ასოებით დაწერილ სიმბოლოებს დიდ ასოებად | =UPPER(text) |
ტექსტი | LOWER | აკონვერტირებს პატარა ასოებით დაწერილ სიმბოლოებს დიდ ასოებად | =LOWER(text) |
ტექსტი | PROPER | ცვლის ტექსტის პირველ ასოს დიდ ასოდ და დანარჩენებს პატარა ასოებად | =PROPER(text) |
ტექსტი | VALUE | რიცხვებად აკონვერტირებს სხვადასხვა ტიპით დაფორმატებულ მონაცემებს | =VALUE(text) |
ტექსტი | FIXED | მათემატიკურად ამრგვალებს რიცხვს და შემდეგ აკონვერტირებს ტექსტად. | =FIXED(number, [decimals], [no_commas]) |
ტექსტი | REPT | ამეორებს მითითებულ ტექსტს | = REPT(text, number_times) |
ტექსტი | REPLACE | ცვლის ტექსტის ნაწილს ახალი ტექსტით | =REPLACE(old_text, start_num, num_chars, new_text) |
ტექსტი | SUBSTITUTE | ანაცვლებს სიმბოლოს(ებს) სხვა სიმბოლოთი(ებით) | = SUBSTITUTE(text, old_text, new_text, [instance]) |
ტექსტი | NUMBERVALUE | აკონვერტირებს ტექსტად აღქმულ რიცხვებს რიცხვებად | =NUMBERVALUE(text, [decimal_separator], [group_separator]) |
ძებნა & დაკავშირება | AREAS | შედეგად გვაძლევს შტანილი/დაკავირებული არეალების რაოდენობას | =AREAS(reference) |
ძებნა & დაკავშირება | FORMULATEXT | კონკრეტული უჯრიდან გვაძლევს მასში არსებულ ფორმულას. | =Formulatext(reference) |
ძებნა & დაკავშირება | MATCH | ეძებს თქვენს მიერ მითითებულ მნიშვნელობას, კონკრეტულ სვეტში ან სტრიქონში და პასუხად გვაძლევს ამ სვეტში ან სტრიქონში პირველივე უჯრის პოზიციას, რომელშიც წერია ის მნიშვნელობა რასაც ეძებთ. (ძებნა შესაძლებელია იყოს ზუსტი და მიახლოებითი) | =MATCH(lookup_value,lookup_array,[match_type]) |
ძებნა & დაკავშირება | VLOOKUP | ეძებს თქვენს მიერ მითითებულ მნიშვნელობას, თქვენს მიერ მითითებული სივრცის პირველ სვეტში და პასუხად გვაძლევს ამ მნიშვნელობის მარჯვნივ არსებული უჯრებში ჩაწერილი მონაცემებიდან ერთ-ერთს index_number -ში მითითებული სვეტის ნომრის მიხედვით. (ძებნა შესაძლებელია იყოს ზუსტი და მიახლოებითი) | =VLOOKUP(lookup_value,table_array,col_index_num,[range_lookup]) |
ძებნა & დაკავშირება | HLOOKUP | ეძებს თქვენს მიერ მითითებულ მნიშვნელობას, თქვენს მიერი მითითებული სივრცის პირველ სტრიქონში და პასუხად გვაძლევს ამ მნიშვნელობის ქვემოთ არსებულ უჯრებში ჩაწერილი მონაცემებიდან ერთ-ერთს index_number-ში მითითებული სტრიქონის ნომრის მიხედვით. (ძებნა შესაძლებელია იყოს ზუსტი და მიახლოებითი) | =HLOOKUP(lookup_value,table_array,row_index_num,[range_lookup]) |
ძებნა & დაკავშირება | HYPERLINK | ქმნის ბმულს (ჰაიპერლინკს) უჯრასა, რომელშიც წერთ ფორმულას, და იმ ვებგვერდ, უჯრასა თუ ფაილს შორის, რასაც მიუთითებთ ფორმულაში. | =HYPERLINK(link_location,[friendly_name]) |
ძებნა & დაკავშირება | OFFSET | ფორმულა გვიბრუნებს შედეგად უჯრას ან სივრცეს, რომელთა გადათვლას იწყებს საწყისი წერტილიდან. საწყისი წერტილი არის ჩვენს მიერ მითითებული უჯრა. OFFSET განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთ შემთხვევებში როცა გვჭირდება დინამიური სივრცეები | =OFFSET(reference, rows, cols, [height], [width]) |
ძებნა & დაკავშირება | INDEX | გვაძლევს შერჩეული სივრციდან კონკრეტული სტრიქონისა და სვეტი კვეთაზე არსებული უჯრის მნიშვნელობას. | =INDEX(array,row_num,[column_num]) =INDEX(reference,row_num,[column_num],[area_num]) |
ძებნა & დაკავშირება | CHOOSE | გვაძლევს ინდექსური ნომრის შესაბამის მნიშვნელობას | =CHOOSE(index_num,value1,value2…value254) |
ძებნა & დაკავშირება | COLUMN | გვაძლევს უჯრის სვეტის ნომერს | =COLUMN([reference]) |
ძებნა & დაკავშირება | COLUMNS | გვაძლევს მონიშნულ სივრცეში არსებული სვეტის რაოდენობას | =COLUMNS(array) |
ძებნა & დაკავშირება | ROW | გვაძლევს უჯრის სტრიქონის ნომერს | =ROW([reference]) |
ძებნა & დაკავშირება | ROWS | გვაძლევს მონიშნულ სივრცეში არსებული სტრიქონების რაოდენობას | =ROWS(Array) |
ძებნა & დაკავშირება | LOOKUP | ახდენს მიახლოებით ძებნას თქვენს მიერ მითითებული ერთსვეტიან, ერთსტრიქონიან სივრცეში და პასუხად გვაძლევს შესაბამის მნიშვნელობას სხვა ერთსვეტიანი, ერთ სტრიქონიანი სივრციდან. | =VLOOKUP(lookup_value, lookup_vector, [result_vector]) |
ძებნა & დაკავშირება | INDIRECT | მითითებული ტექსტის მიხედვით, ქმნის კავშირს/დამოკიდებულებას, გადამისამართებას. | =INDIRECT(ref_text,[a1]) |
ძებნა & დაკავშირება | ADDRESS | ქმნის უჯრის მისამართს მითითებული სტრიქონისა და სვეტის ნომრსების მიხედვით | =ADDRESS(row_num, col_num, [abs_num], [a1], [sheet]) |
ფინანსური | FV | პასუხად გვაძლევს ფულის (ინვესტიციის) მომავალ ღირებულებას. | =FV(rate,nper,pmt,[pv],[type]) |
ფინანსური | PV | პასუხად გვაძლევს ფულის (ინვესტიციის) მიმდინარე ღირებულებას | =PV(rate,nper,pmt,[fv],[type]) |