
LOWER
ფორმულის სახელი:
- LOWER
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- აკონვერტირებს პატარა ასოებით დაწერილ სიმბოლოებს დიდ ასოებად
ფორმულის მოწყობა:
=LOWER(text)
ფორმულის არგუმენტები:
text – ტექსტი, უჯრა
ამ ფორმულაში შეგვაქვს ტექსტი ან უჯრა. თუკი ან უჯრა ან ტექსტი შეიცავს დიდ სიმბოლოებს ისინი გადაკონვერტირდება პატარა სიმბოლოებად, აღნიშნული არ არის რელევანტური ქართული ანბანისთვის რადგან ჩვენ არ გვაქვს დიდი და პატარა ასოები, თუმცა რელევანტურია ინგლისური და სხვა ენებისთვის.
გარდა ამისა LOWER ფორმულა მოხსნის სხვადასხვა ტიპის ფორმატირებას.
ქვემოთ მოცემულია LOWER ფორმულის გამოყენების სხვადასხვა მაგალითები:
მაგალითი
როგორც ვხედავთ A2-დან A4-ის ჩათვლით გვაქვს ტექსტები, რომლებიც B2-B4 შესაბამის უჯრებში არსებულ ფორმულებში გადაკონვერტირებულია პატარა ასოებად/სიმბოლოებად.
გარდა ამისა A5-A11 უჯრებში შეყვანილია რიცხვები, რიცხვებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმატირებებით. და როგორც შესაბამის B5-B11 უჯრებში არსებულ ფორმულებში ჩანს, ეს ფორმატირებები გაუქმებულია.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ LOWER ფორმულის მიერ მიღებული შედეგი ყველა შემთხვევაში არის ტექსტი, მიუხედავად იმისა მიღებული შედეგი იქნება: ტექსტი, შერეული თუ რიცხვითი მნიშვნელობები, ანუ B5-B11 მიღებული შედეგები ექსელის მიერ აღქმული იქნება ტექსტად.
ექსელის ფორმულები
- MOD ფუნქცია ექსელში: ნაშთის გამოთვლაMOD ფუნქცია ექსელში გაყოფის ნაშთს ითვლის. ნახეთ ფორმულა, მაგალითები და უარყოფითი რიცხვების შედეგი, რომ სწორად გამოიყენოთ.
- CORREL ფუნქცია ექსელში: კავშირის შეფასებაისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ CORREL ფუნქცია ექსელში, სწორად წაიკითხოთ -1-დან +1-მდე შედეგი და გაიგოთ, რას ნიშნავს ნულოვანი კორელაცია.
- MEDIAN ფუნქცია ექსელში: შუა რიცხვის პოვნაMEDIAN ფუნქცია ექსელში პოულობს დალაგებული რიცხვების შუა მნიშვნელობას. ნახეთ კენტი და ლუწი რაოდენობის მაგალითები და სცადეთ სავარჯიშოებში.
- ISLOGICAL ფუნქცია ექსელშიISLOGICAL ფუნქცია ექსელში არჩევს ლოგიკურ მნიშვნელობას ტექსტისა და რიცხვისგან. ნახეთ მაგალითები და შეამოწმეთ თქვენი უჯრები პრაქტიკაში.
- ISFORMULA ფუნქცია ექსელშიისწავლეთ ISFORMULA ფუნქცია ექსელში: როგორ შეამოწმოთ, უჯრაში ფორმულაა, ტექსტი თუ ხელით შეყვანილი მნიშვნელობა — მაგალითებით.
- NPV ფუნქცია ექსელშიისწავლეთ NPV ფუნქცია ექსელში: დისკონტირების განაკვეთი, საწყისი ხარჯი და სამი პრაქტიკული მაგალითი. დაიწყეთ გამოთვლა დღესვე.



