ჩვენს შესახებ
გამარჯობა,
ჩვენ ვართ ExcelLab — კომპანია, რომლის მიზანია MS Excel-ის ცოდნის პრაქტიკული და ეფექტიანი სწავლება.
ExcelLab-ის მთავარი ტრენერია გიორგი ხითარიშვილი, რომელმაც MS Excel-ში პირველი ნაბიჯები 13 წლის წინ გადადგა და მას შემდეგ პროგრამას ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად იყენებს.
გიორგი უკვე 7 წელზე მეტია ატარებს MS Excel-ის ტრენინგებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებული აქვს როგორც ინდივიდუალური და ჯგუფური, ასევე კორპორატიული ტრენინგები სხვადასხვა დონის მონაწილეებისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ Excel-ის გარემოში თავისუფლად და კომფორტულად მუშაობისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის. აუცილებელია ხშირი პრაქტიკა და რეალურ სამუშაო ამოცანებზე მუშაობა. სწორედ ამიტომ ExcelLab-ის ყველა სასწავლო კურსი აერთიანებს თეორიულ ნაწილს და მრავალ პრაქტიკულ სავარჯიშოს.
ჩვენი მიზანია, Excel თქვენთვის გახდეს არა რთული პროგრამა, არამედ ყოველდღიური სამუშაოს გამარტივების, დროის დაზოგვისა და მონაცემებთან ეფექტიანად მუშაობის ინსტრუმენტი.
გისურვებთ წარმატებებს MS Excel-ის საინტერესო სამყაროში! 🙂
