Back

AI გამოწერის გადახდები და შეტყობინებები

ფასიანი AI გეგმის არჩევისას ცალკე ადასტურებ თანხას, ავტომატური ყოველთვიური ჩამოჭრების გრაფიკსა და ელფოსტით შეტყობინებების მიღებას. სრული გრაფიკი ნაჩვენებია დადასტურებამდე და შენს ანგარიშში. გადახდის დადასტურების შეტყობინებაში მითითებულია მომავალი ჩამოჭრის თანხა და თარიღი. განახლება შეგიძლია გააუქმო ჩემი ანგარიში → AI გეგმა; გადახდილი წვდომა პერიოდის ბოლომდე გრძელდება.

Free პაკეტი ავტომატურად არ გადაიქცევა ფასიან გამოწერად. მისი დასრულება ავტომატურ ჩამოჭრას არ იწვევს. ფასიანი გამოწერა მხოლოდ შენი ცალკე არჩევანისა და თანხმობის შემდეგ იწყება.

გადახდა და შეტყობინებები

ბარათით გადახდა სრულდება Flitt-ის დაცულ გვერდზე; გამოწერის ყოველთვიურ ავტომატურ ჩამოჭრებსაც Flitt მართავს. ExcelLab არ ინახავს ბარათის სრულ ნომერს ან CVV-ს. გადახდის შემდეგ ელფოსტით მიიღებ შემდეგი ავტომატური გადახდის თარიღსა და თანხას.

ავტომატური გადახდების შეჩერება

  1. შედი ჩემს ანგარიშში → AI გეგმა → გადახდის მეთოდი.
  2. აირჩიე „ავტომატური გადახდების შეჩერება“ და დაადასტურე მოთხოვნა.
  3. დაელოდე დადასტურებას. გაუქმება დასრულებულია მხოლოდ მაშინ, როცა გამოჩნდება „ავტომატური განახლება გაუქმებულია“.

ეს მოქმედება აჩერებს მხოლოდ ამ გამოწერის მომავალ ავტომატურ ჩამოჭრებს. უკვე გადახდილი წვდომა პერიოდის ბოლომდე გაგრძელდება. გაუქმებამდე დამუშავებაში შესული გადახდა შესაძლოა მაინც დასრულდეს.

სხვა ბარათით გაგრძელება

ჯერ შეაჩერე მოქმედი გამოწერის ავტომატური გადახდები და დაელოდე დადასტურებას. გადახდილი პერიოდის დასრულების შემდეგ ამავე გვერდზე აირჩიე ფასიანი გეგმა და Flitt-ის გადახდის გვერდზე გამოიყენე ახალი ბარათი. შეიქმნება ახალი გამოწერა და ახალი გრაფიკი; პირველი გადახდა შესრულდება ახალი გამოწერის შეძენისას. ძველი გამოწერის ჩამოჭრის თარიღი არ შენარჩუნდება. დადასტურებამდე გადაამოწმე ნაჩვენები თანხა და თარიღები.

გადახდების შეჩერება არ ნიშნავს Flitt-ის საცავიდან ბარათის/ტოკენის წაშლას. შენახული ბარათის წაშლის მოთხოვნისთვის მოგვწერე info@excellab.ge-ზე შენი ანგარიშის ელფოსტიდან; ბარათის სრული ნომერი და CVV არ გამოგზავნო. მოთხოვნის შესრულებას დაგიდასტურებთ Flitt-თან გადამოწმების შემდეგ.

VisaMastercard