PROPER
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი აგვისტო 6, 2024
ფორმულის სახელი:
Proper
ფორმულის ტიპი:
- ტექსტური
ფორმულის აღწერა:
- ცვლის ტექსტის პირველ ასოს დიდ ასოებად და დანარჩენებს პატარა ასოებად.
ფორმულის მოწყობა:
=PROPER(text)
ფორმულის არგუმენტები:
- text – ტექსტი ან უჯრა, რომელიც შეიცავს ტექსტს.
როგორც ვხედავთ, ამ ფორმულაში შეგვიძლია შევიტანოთ ტექსტი ან ტექსტიანი უჯრა, რომელიც გვინდა რომ იყოს გასწორებული.
ყურადღება!
რადგან ქართულ ენაში არ გვაქვს დიდი ასოები და პატარა ასოები შესაბამისად ქართულად დაწერილ ტექსტებზე აღნიშნული ფორმულა არანაი ეფექტს არ იქონიებს
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
ვთქვათ, გვაქვს შემდეგი ტექსტი: “ilia chavCHAVadze” და გვინდა ვაქციოთ სახელის და გვარის პირველი ასოები დიდ ასოებად, ხოლო დანარჩენს პატარა ასოებად.
როგორ გავაკეთოთ ეს PROPER ფორმულის გამოყენებით?
- შეგვიძლია ფორმულაში პირდაპირ ხელით შევიტანოთ ეს ტექსტი:
=PROPER(“ilia chavCHAVadze “)
- შეგვიძლია აღნიშნული ტექსტი შევიტანოთ უჯრაში და შემდეგ გამოვიყენოთ PROPER ფორმულა ამ უჯრაზე. მაგ: თუ ტექსტი ჩაწერილია A1 უჯრაში:
=PROPER(A1)
მაგალითები:
როგორც ზემოთმოცემულ მაგალითებში ჩანს ფორმულა უჯრაში არსებული ყოველი სიტყვის პირველ ასოს გადააკეთებს დიდ ასოდ, ხოლო სხვა ასოებს გაკდააკეთებს პატარა ასოებად.
მსგავსი ტიპის ფორმულებია: