MATCH
ფორმულის სახელი:
- Match
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- ეძებს თქვენს მიერ მითითებულ მნიშვნელობას, კონკრეტულ სვეტში ან სტრიქონში და პასუხად გვაძლევს ამ სვეტში ან სტრიქონში პირველივე უჯრის პოზიციას, რომელშიც წერია ის მნიშვნელობა რასაც ეძებთ. (ძებნა შესაძლებელია იყოს ზუსტი ან მიახლოებითი)
ფორმულის მოწყობა:
=MATCH(lookup_value,lookup_array,[match_type])
ფორმულის არგუმენტები:
- lookup_value – მნიშვნელობა რასაც ვეძებთ
- lookup_array – სივრცე (სვეტი ან სტრიქონი) სადაც ვეძებთ მნიშვნელობას
- [match_type] – შესაბამისობის ტიპი
[match_type] – შესაბამისობის ტიპი
აქ წერთ სამი მნიშვნელობიდან ერთ ერთს: 1, 0, -1;
– ნულს (0) ვწერთ მაშინ როდესაც გვინდა ზუსტი შესაბამისობა,
– ერთს (1) ვწერთ როდესაც გვაწყობს ფორმულამ მოგვიძებნოს ჩვენთვის სასურველ მნიშვნელობასთან ყველაზე ახლოს მდგომი დაბალი მნიშვნელობა, თუმცა ამ დროს მნიშვნელობები სვეტში ან სტრიქონში უნდა იყოს დალაგებული ზრდადობით.
– მინუს ერთს (-1) ვწერთ როდესაც გვაწყობს ფორმულამ მოგვიძებნოს ჩვენთვის სასურველ მნიშვნელობასთან ყველაზე ახლოს მდგომი მაღალი მნიშვნელობა, თუმცა ამ დროს მნიშვნელობები სვეტში ან სტრიქონში უნდა იყოს დალაგებული კლებადობით.
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
ვთქვათ გვაქვს სახელების რეესტრი სადაც ყველა სახელი უნიკალურია, გვინდა გავიგოთ ამ რეესტრში მერამდენე პოზიციაზე წერია სახელი „ანა“, როგორ გავაკეთოთ ეს
- გავიგოთ სახელის, „ანა“ პოზიცია სახელების რეესტრში
როგორც ვხედავთ ფორმულის პასუხია 5, ეს ნიშნავს რომ სახელი „ანა“ სახელების რეესტრში, რომელიც მოიცავს სივრცეს: A4:A13, დგას მეხუთე პოზიციაზე.
2. მოვძებნოთ „ტყემალი“ ხილის სტრიქონში
ვთქვათ გვაქვს ხილის რეესტრი, რომელიც მოიცავს სივრცეს: B4:K4, რეესტრში ყველა ხილის დასახელება უნიკალურია. გვინდა გავიგოთ ამ რეესტრში მერამდენე პოზიციაზე წერია ხილი „ტყემალი“, როგორ გავაკეთოთ ეს
როგორც ვხედავთ ფორმულის (ფორმულა წერია B1 უჯრაში) პასუხია 6, ეს ნიშნავს, რომ ხილი სახელით „ტყემალი“ რეესტრში, რომელიც მოიცავს სივრცეს: B4:K4, დგას მეექვსე პოზიციაზე.
3. მიახლოებითი ძებნა – ზრდადობით
ვთქვათ გვაქვს რიცხვების რეესტრი და მასში ვეძებთ რიცხვს „10“, თუმცა შესაძლებელია, რომ ამ რეესტრში არ ეწეროს ის რიცხვი რასაც ვეძებთ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ფორმულამ მოგვცეს იმ რიცხვის პოზიცია რომელიც არის ათზე პირველივე ნაკლები რიცხვი. ეს რომ გავაკეთოთ უნდა სრულდებოდეს ორი პირობა:
ა) რეესტრი უნდა იყოს ზრდადობით დალაგებული
ბ) [match_type] – შესაბამისობის ტიპში უნდა მივუთითოთ რიცხვი 1
როგორც ვხედავთ ფორმულის პასუხი არის 4, ანუ 10-ზე ნაკლები პირველივე რიცხვი არის შვიდი, რომელიც არის ჩვენს მიერ მონიშნულ სვეტში მეოთხე პოზიციაზე.
4. მიახლოებითი ძებნა – კლებადობით
ვთქვათ გვაქვს რიცხვების რეესტრი და მასში ვეძებთ რიცხვს „10“, თუმცა შესაძლებელია, რომ ამ რეესტრში არ ეწეროს ის რიცხვი რასაც ვეძებთ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ფორმულამ მოგვცეს იმ რიცხვის პოზიცია რომელიც არის ათზე პირველივე მეტი რიცხვი. ეს რომ გავაკეთოთ უნდა სრულდებოდეს ორი პირობა:
ა) რეესტრი უნდა იყოს კლებადობით დალაგებული
ბ) [match_type] – შესაბამისობის ტიპში უნდა მივუთითოთ რიცხვი -1
როგორც ვხედავთ ფორმულის პასუხი არის 6, ანუ 10-ზე მეტი პირველივე რიცხვი არის თხუთმეტი, რომელიც არის ჩვენს მიერ მონიშნულ სვეტში მეექვსე პოზიციაზე.
თეგებიExcel, Excel Formulas, ექსელი, ფორმულები