MAX
ფორმულის სახელი:
- Max
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- გვეუბნება მითითებულ: რიცხვებში ან უჯრებში, სივრცე(ებ)ში არსებული რიცხვებიდან რა არის ყველაზე დიდი რიცხვი
ფორმულის მოწყობა:
=MAX(number1, number2… number255)
ფორმულის არგუმენტები:
- number1 – მნიშვნელობა 1
- number2 – მნიშვნელობა 2
- number255 – მნიშვნელობა 255
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ: რიცხვი(ები), უჯრა(ები) ან სივრცე(ები).
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
ვთქვათ გვაქვს შემდეგი რიცხვები: 1,4,7,35,25 და გვინდა გავიგოთ რა არის მაქსიმალური რიცხვი . როგორ გავაკეთოთ ეს MAX ფორმულის გამოყენებით.
- შეგვიძლია ფორმულაში პირდაპირ ხელით შევიტანოთ ეს რიცხვები
როგორც ვხედავთ ფორმულის პასუხია 35, რადგან Number4 არგუმენტში შეტანილი რიცხვი არის ფორმულაში შეტანილი ყველაზე დიდი რიცხვი და უდრის 35-ს.
2. შეგვიძლია ამოცანაში მოცემული რიცხვები გადავიტანოთ უჯრებში და შემდეგ ამ უჯრებში გამოვიანგარიშოთ რა არის ყველაზე დიდი რიცხვი
როგორც ვხედავთ B2 უჯრაში გვიწერია ფორმულა, ფორმულა მოიცავს უჯრებს A1-დან A5-ის ჩათვლით. პასუხი არის იგივე – 35, იმიტომ რომ ამ უჯრებში ჩაწერილი რიცხვებიდან ყველაზე დიდი რიცხვი არის 35 რომელიც წერია A4 უჯრაში.
3. შეგვიძლია არგუმენტად შევიტანოთ სივრცე
თუკი გაქვთ ორი დამოუკიდებელი სივრცე მაშინ: Value1-ში ვუთითებთ პირველ სივრცეს, ხოლო Value2-ში მეორე სივრცეს.
თეგებიExcel, Excel Formulas, Max, ექსელი, ფორმულები, ფორმულები ექსელში