CTRL+I
ამ მალსახმობით ხდება Home განყოფილების ქვეგანყოფილება Font-ში არსებული ფუნქციის Italic (დახრა), გამოძახება.
რა შეიძლება დავხაროთ ექსელში?
- უჯრის მთლიანი შიგთავსის დახრა – თუკი ერთი უჯრის მთლიანი შიგთავსის დახრა გვინდა, ვდგებით ამ უჯრაზე რომლის დახრაც გვინდა და ვაჭერთ CTRL+I
- უჯრაში არსებული მონაცემების ნაწილის დახრა – მაგალითად უჯრაში წერია: „გამარჯობა გაგიმარჯოს“ და გვინდა დავხაროთ მხოლოდ სიტყვა „გაგიმარჯოს“, ამისათვის ვააქტიურებთ (გავხსნით) უჯრას, მოვნიშნავთ კონკრეტულ მონაცემებს უჯრაში და მერე დავაჭიროთ CTRL+I
სივრცის დახრა – მაგალითად თუ გვინდა A1:B10 სივრცის უჯრების შიგთავსის დახრა, მოვნიშნავთ სივრცეს და დავაჭიროთ CTRL+I
დახრის ეფექტის მოხსნა
იმისათვის რათა მოხსნათ დახრის ეფექტი:
- უნდა დადგეთ იმ უჯრაზე/უჯრებზე სადაც გამოყენებულია დახრის ფორმატირება
- დააჭირეთ CTRL+I
თეგებიCtrl+I, Excel, ექსელი, მალსახმობები ექსელში