COUNTA
ფორმულის სახელი:
- CountA
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- ითვლის ფორმულაში შეტანილი მნიშვნელობებიდან რამდენი არ არის ცარიელი
ფორმულის მოწყობა:
=COUNTA(value1,value2… value255)
ფორმულის არგუმენტები:
- value1 – მნიშვნელობა 1
- value2 – მნიშვნელობა 2
- value255 – მნიშვნელობა 255
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ მნიშვნელობები. მნიშვნელობა შეიძლება იყოს: უჯრა(ები) ან სივრცე(ები).
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
ვთქვათ გვაქვს სივრცე A1-დან A10-მდე და გვინდა დავთვალოთ ამ სივრცეში რამდენი უჯრა არის შევსებული, ანუ რამდენ უჯრაში წერია რაიმე (რიცხვი, ტექსტი, სიმბოლო, სასვენი ნიშანი და ა.შ.).
შეგვიძლია:
- ფორმულაში სათითაოდ შევიტანოთ ამ სივრცეში არსებული უჯრები
- ფორმულაში შევიტანოთ სივრცე: A1:A10
- ფორმულაში სათითაოდ შევიტანოთ ამ სივრცეში არსებული უჯრები

როგორც ვხედავთ ფორმულის პასუხია 7, ეს ნიშნავს რომ A1:A10 სივრცეში 7 უჯრაში წერია რაღაც, მინიმუმ ერთი სიმბოლო.
2. ფორმულაში შევიტანოთ სივრცე: A1:A10

შედარებისათვის აქაც გვაქვს მონიშნული ზუსტად ის სივრცე, ოღონდ არა ცალ ცალკე უჯრა არამედ მთლიანი სივრცე (A1:A10), ფორმულის შედეგი არის იგივე 7 რადგან ამ სივრცეში 7 უჯრაში წერია მინიმუმ ერთი სიმბოლო.
თეგებიExcel, დათვლის ფორმულა, ექსელი