
SUM
ფორმულის სახელი:
- Sum
ფორმულის ტიპი:
- მათემატიკური
ფორმულის აღწერა:
- აჯამებს ფორმულაში შეტანილ: რიცხვებს, თქვენს მიერ მითითებულ უჯრებში ან სივრცე(ებ)ში არსებულ რიცხვებს.
ფორმულის მოწყობა:
=SUM(number1, [number2], ...)
ფორმულის არგუმენტები:
number1— აუცილებელი არგუმენტი: პირველი რიცხვი, უჯრის მისამართი ან დიაპაზონი.number2, ...— არასავალდებულო არგუმენტები: დამატებითი რიცხვები, უჯრების მისამართები ან დიაპაზონები. სულ შეგიძლიათ მიუთითოთ მაქსიმუმ 255 არგუმენტი.
კვადრატული ფრჩხილები [ ] აღნიშნავს არასავალდებულო არგუმენტს; თავად ფორმულაში ფრჩხილები და მრავალწერტილი არ იწერება. დიაპაზონი, მაგალითად A1:A5, ერთ არგუმენტად ითვლება.
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ: რიცხვი(ები), უჯრა(ები) ან სივრცე(ები).
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
ვთქვათ გვაქვს შემდეგი რიცხვები: 2,3,7,11,25 და გვინდა დავაჯამოთ. როგორ გავაკეთოთ ეს Sum ფორმულის გამოყენებით.
- შეგვიძლია ფორმულაში პირდაპირ ხელით შევიტანოთ ეს რიცხვები

პირველ მაგალითში A2 უჯრაში ჩავწეროთ =SUM(2,3,7,11,25). შედეგია 48, რადგან 2 + 3 + 7 + 11 + 25 = 48.
2. შეგვიძლია აღნიშნული რიცხვები გადავიტანოთ უჯრებში და შემდეგ დავაჯამოთ ეს უჯრები Sum ფორმულის გამოყენებით

A2:A6 დიაპაზონში გვაქვს: A2 = 2, A3 = 3, A4 = 7, A5 = 11 და A6 = 25. D2 უჯრაში ჩავწეროთ =SUM(A2,A3,A4,A5,A6). შედეგია 48.
ამ მიდგომის უპირატესობა წინა მიდგომასთან შედარებით არის ის, რომ თუკი რიცხვების ჩანაცვლება დაგჭირდებათ შეგიძლიათ მარტივად ჩაგანაცვლოთ ვთქვათ A4 უჯრაში არსებული რიცხვი 7, რიცხვით 9 და ფორმულა ავტომატურად მიიღებს ახალ პასუხს, ახალი რიცხვების ჯამი იქნება 50.
3. შეგვიძლია დავაჯამოთ სივრცე

იმავე მონაცემებისთვის D2 უჯრაში ჩავწეროთ =SUM(A2:A6). შედეგი კვლავ 48-ია. ორწერტილი აღნიშნავს უწყვეტ დიაპაზონს A2-დან A6-ის ჩათვლით.
Sum ფორმულის ნებისმიერ არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ უწყვეტი სივრცე და ექსელი დააჯამებს ამ სივრცეში არსებულ რიცხვებს.
ამ მიდგომის უპირატესობა წინა ორ მიდგომასთან შედარებით მის სიმარტივეში და შესაბამისად პრაქტიკულობაშია.
გადადით ინტერაქტიულ სავარჯიშოებზე, ჩაწერეთ ფორმულები Excel-ის მსგავს ცხრილში და პასუხები მაშინვე შეამოწმეთ.
გადადით SUM-ის სავარჯიშოებზეწყაროები
Microsoft Support — SUM function (შემოწმებულია 2026-11-01).
მსგავსი ფორმულები:
- Average – საშუალო
- Count – დათვლა
- Max – მაქსიმალური
- Min – მინიმალური
თეგებიExcel, ექსელი, ფორმულები, ფორმულები ექსელში, ჯამის ფორმულა



