
AVERAGE
ფორმულის სახელი:
- Average
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- გამოიანგარიშებს ფორმულაში შეტანილი: რიცხვების, მითითებულ უჯრებში ან სივრცე(ებ)ში არსებული რიცხვების საშუალოს.
ფორმულის მოწყობა:
=AVERAGE(number1, [number2], ...)
ფორმულის არგუმენტები:
number1— აუცილებელი არგუმენტი: პირველი რიცხვი, უჯრის მისამართი ან დიაპაზონი.number2, ...— არასავალდებულო არგუმენტები: დამატებითი რიცხვები, უჯრების მისამართები ან დიაპაზონები. სულ შეგიძლიათ მიუთითოთ მაქსიმუმ 255 არგუმენტი.
კვადრატული ფრჩხილები [ ] აღნიშნავს არასავალდებულო არგუმენტს; თავად ფორმულაში ფრჩხილები და მრავალწერტილი არ იწერება. დიაპაზონი, მაგალითად A1:A5, ერთ არგუმენტად ითვლება.
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ: რიცხვი(ები), უჯრა(ები) ან სივრცე(ები).
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
ვთქვათ გვაქვს შემდეგი რიცხვები: 2,3,8,12,25 და გვინდა გამოვთვალოთ ამ რიცხვების საშუალო. როგორ გავაკეთოთ ეს Average ფორმულის გამოყენებით.
- შეგვიძლია ფორმულაში პირდაპირ ხელით შევიტანოთ ეს რიცხვები

პირველ მაგალითში A1 უჯრაში ჩავწეროთ =AVERAGE(2,3,8,12,25). შედეგია 10, რადგან (2 + 3 + 8 + 12 + 25) / 5 = 10.
ამ მიდგომის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის, რომ ფორმულაში შეტანილი მონაცემები არ არის უჯრებთან დაკავშირებული, შესაბამისად თუკი სხვა რიცხვების საშუალოს გამოანგარიშება გვინდა თვითონ ფორმულაში უნდა შევცვალოთ რიცხვები.
2. შეგვიძლია აღნიშნული რიცხვები გადავიტანოთ უჯრებში და შემდეგ ეს უჯრები გამოვიყენოთ Average ფორმულაში.

A1:A5 დიაპაზონში გვაქვს: A1 = 2, A2 = 3, A3 = 8, A4 = 12 და A5 = 25. B1 უჯრაში ჩავწეროთ =AVERAGE(A1,A2,A3,A4,A5). შედეგია 10.
ამ მიდგომის უპირატესობა წინა მიდგომასთან შედარებით არის ის, რომ თუკი რიცხვების ჩანაცვლება დაგჭირდებათ შეგიძლიათ მარტივად ჩაგანაცვლოთ ვთქვათ A1 უჯრაში არსებული რიცხვი 2, რიცხვით 7 და ფორმულა ავტომატურად მიიღებს ახალ პასუხს, ახალი რიცხვების საშუალო იქნება 11.
3. შეგვიძლია გამოვთვალოთ დიაპაზონის საშუალო

იმავე მონაცემებისთვის B1 უჯრაში ჩავწეროთ =AVERAGE(A1:A5). შედეგი კვლავ 10-ია. ორწერტილი აღნიშნავს უწყვეტ დიაპაზონს A1-დან A5-ის ჩათვლით.
Average ფორმულის ნებისმიერ არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ უწყვეტი სივრცე და ექსელი გამოიანგარიშებს ამ სივრცეში არსებული რიცხვების საშუალოს.
ამ მიდგომის უპირატესობა წინა ორ მიდგომასთან შედარებით მის სიმარტივეში და შესაბამისად პრაქტიკულობაშია.
გადადით ინტერაქტიულ სავარჯიშოებზე, ჩაწერეთ ფორმულები Excel-ის მსგავს ცხრილში და პასუხები მაშინვე შეამოწმეთ.
გადადით AVERAGE-ის სავარჯიშოებზეწყაროები
Microsoft Support — AVERAGE function (შემოწმებულია 2026-11-01).








