FIXED
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი აგვისტო 26, 2024
ფორმულის სახელი:
• FIXED
ფორმულის ტიპი:
• ტექსტური
ფორმულის აღწერა:
• მათემატიკურად ამრგვალებს რიცხვს და შემდეგ აკონვერტირებს ტექსტად.
ფორმულის მოწყობა:
• =FIXED(number, [decimals], [no_commas])
ფორმულის არგუმენტები:
- number – რიცხვი, რომლის დამუშავებაც გვინდა.
- decimals (არასავალდებულო) – წილადი ნაწილის რაოდენობა, თუკი ამ არგუმეტს გამოვტოვებთ ავტომატურად იგულისხმება ასწილად.
- no_commas (არასავალდებულო) – თუკი აქ მივუთითებთ True-ს , ათასებზე გამომყოფი არ იქნება გამოყენებული, ხოლო თუ მივუთითებთ False-ს მაშინ ათასებზე გამომყოფი იქნება გამოყენებული. ნაგულისხმევი მნიშვნელობაა
ამ ფორმულაში შეგვაქვს რიცხვი და ვაზუსტებთ, თუ წილადის რა ნაწილზე გვინდა დამრგვალება, ათწილად, ასწილადი და ასე შემდეგ. ასევე ვუთითებთ ათასებზე გამომყოფი გვინდა თუ არა ჩანდეს.
გაფრთხილება!
გახსოვდეთ, რომ FIXED ფორმულის შედეგი ყოველთვის იქნება ტექსტი და იგი სხვა რიცხვებთან არ გამოიყენება არითმეტიკული ოპერაციების ჩასატარებლად
მაგალითი:
როგორც ვხედავთ გვაქვს სამი სვეტი:
- სვეტი A (მონაცემები): შეიცავს ორიგინალ რიცხვებს..
- სვეტი B (ფორმულა): აჩვენებს FIXED ფუნქციის შედეგს, რომელიც გამოიყენება სვეტ A-ში არსებული რიცხვებისთვის.
- სვეტი C (ფორმულის შიგთავსი): აჩვენებს FIXED ფუნქციას, რომელიც გამოიყენება შესაბამის სვეტ B-ის უჯრაში.
დაკვირვებები:
- სტრიქონი 2:
- A2:12345
- B2:12
- განმარტება: რიცხვი დამრგვალდა ასწილადზე (წერტილის შემდეგ 2 რიცხვი) რადგან არ იყო მითითებული decimals არგუმენტი.
- სტრიქონი 3:
- A3:12345
- B3:1
- განმარტება: რიცხვი მრგვალდება ათწილადზე რადგან ფორმულაში decimals არგუმენტად მითითებულია 1.
- სტრიქონი 5:
- A5: 1,500,000.3232
- B5: 1,500,000.32
- განმარტება: რიცხვი მრგვალდება ასწილადზე, ასევე რადგან no_commas -ს არგუმეტში არაფერი იყო მითითებული ავტომატურად დარჩა ათაზებზე გამომყოფები (მძიმეები)
- სტრიქონი 6:
- A6: 1,500,000.3232
- B6:32
- განმარტება: რადგან no_commas -ში მითითებული იყო TRUE ამიტომ გამოირთო ათასებზე გამომყოფი.
აღსანიშნავია რომ დამრგვალება ხდება მათემატიკური სიზუსტით.
აქ არის რამდენიმე მსგავსი ფუნქციის სია:
- ROUND – ამრგვალებს რიცხვს
- ROUNDUP – ამრგვალებს რიცხვს ზევით, უახლოეს დიდ რიცხვამდე.
- ROUNDDOWN – ამრგვალებს რიცხვს ქვემოთ, უახლოეს პატარა რიცხვამდე.
- TRUNC – აშორებს რიცხვს წილად ნაწილს, ეს არ არის დამრგვალება.