
MAXIFS
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი ოქტომბერი 15, 2025
ფორმულის სახელი:
MAXIFS
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- აბრუნებს უდიდეს რიცხვს მითითებული დიაპაზონიდან, რომელიც აკმაყოფილებს ერთ ან მრავალ კრიტერიუმს.
ფორმულის მოწყობა:
- =MAXIFS(max_range, criteria_range1, criteria1, [criteria_range2, criteria2], …)
ფორმულის არგუმენტები:
- max_range — დიაპაზონი, საიდანაც უნდა მივიღოთ მაქსიმუმი.
- criteria_range1 — დიაპაზონი, სადაც პირველი კრიტერიუმი წერია.
- criteria1 — კრიტერიუმი/პირობა (ტექსტი, რიცხვი, შედარება).
- [criteria_range2], [criteria2]… — დამატებითი „დიაპაზონი–კრიტერიუმი“ წყვილები.
მაგალითი:
ქვემოთ მოყვანილ მაგალითში გვაქვს ცხრილი რომელიც შედგება სამი სვეტისაგან: დეპარტამენტი, სახელი, თანხა და სამი ფორმულა E სვეტში.
ფორმულები და მათი შედეგები განხილულია ქვემოთ.
განვიხილოთ მიღებული შედეგები:
ამოცანა N1: რა არის A დეპარტამენტში უდიდესი თანხა?
ფორმულა: =MAXIFS(C3:C9, A3:A9, “A”) (ჩაწერილია E3 უჯრაში)
რას აკეთებს: არჩევს C3:C9 სივრციდან მხოლოდ იმ რიცხვებს, სადაც A3:A9 = “A” და აბრუნებს შესაბამის მაქსიმუმს.
შედეგი: 60 — დეპარტამენტი A-ში თანხები არის 10, 20, 30 და 60 → შესაბამისად მაქსიმუმი არის 60.
ამოცანა N2: რა არის ისეთი ადამიანებში მაქსიმალური ხელფასი რომლებიც მუშაობენ A დეპარტამენტში და სახელი ქვიათ „ანა“?
ფორმულა: =MAXIFS(C3:C9, A3:A9, “A”, B3:B9, “ანა”) (E4 უჯრა)
რას აკეთებს: ფილტრავს შემდეგი კრიტერიუმებით: A სვეტი =”A” და B სვეტი =”ანა”, შემდეგ აბრუნებს მაქსიმუმს C3:C9 სივრციდან.
შედეგი: 30 — A დეპარტამენტში სულ არის ერთი „ანა“, თანხით 30 → შესაბამისად მაქსიმუმიც 30-ია.
ამოცანა N3: იპოვე A დეპარტამენტში, სახელი „გიორგი“-ს შესაბამისი ყველაზე დიდი თანხა.
ფორმულა: =MAXIFS(C3:C9, A3:A9, “A”, B3:B9, “გიორგი”) (E5 უჯრა)
რას აკეთებს: ეძებს ჩანაწერებს A სვეტი =”A” და B სვეტი =”გიორგი” და აბრუნებს მაქსიმუმს.
შედეგი: 0 — რადგან ბაზაში არ არსებობს ჩანაწერი სადაც ერთდროულად სრულდება ორივე პირობა, ამიტომ MAXIFS აბრუნებს 0-ს (არ არის შეცდომა).
საყურადღებო ინფორმაცია!
- ზომის თანხვედრა: max_range და ყველა criteria_range უნდა იყოს ერთიდაიგივე ზომის — წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმულა მოგვცემს შეცდომას – #VALUE!.
- თუ კრიტერიუმების შესაბამისი მნიშვნელობა არ მოიძებნა ფორმულა პასუხად გვაძევს 0.
- შესაძლებელია კრიტერიუმებად გამოყენებული იქნას ოპერატორები, მაგალითად: >100, “<>ანა“, “>”&E2 და ასე შემდეგ.
ფორმულა ხელმისაწვდომია ოფისის შემდეგ ვერსიებში: Excel 2019, Excel 2021, Microsoft 365 (Windows/Mac).
მსგავსი ფორმულები (ბმულებით):
- SUMIFS — მრავლობითი კრიტერიუმით ჯამის პოვნა (MAXIFS-ის ანალოგი ჯამისთვის). ნახე სტატია ›
- AVERAGEIFS — მრავლობითი კრიტერიუმით საშუალოს გამოთვლა. ნახე სტატია ›
- COUNTIFS — უჯრების დათვლა ერთზე მეტ კრიტერიუმზე დაყრდნობით. ნახე სტატია ›
- MAX / MIN — უპირობო მაქსიმუმი/მინიმუმი (როცა კრიტერიუმები არ გჭირდება). MAX › • MIN ›
LARGE — k-ე ყველაზე დიდი მნიშვნელობა (მაგ., 2-ე მაქსიმუმი მნიშვნელობა). ნახე სტატია ›
ექსელში შექმნილი პროგრამები

XLab Beauty – სილამაზის სალონის მართვის პროგრამა ექსელში







