
T
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი ნოემბერი 3, 2025
ფორმულის სახელი:
T
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- აბრუნებს შეყვანილ მნიშვნელობას, თუ ის ტექსტია; წინააღმდეგ შემთხვევაში აბრუნებს ცარიელ ტექსტს “”
ფორმულის მოწყობა:
- =T(value)
ფორმულის არგუმენტები:
- value — უჯრა ან მნიშვნელობა, რომლის ტექსტად ქცევაც/შემოწმება გვინდა.
მაგალითი N1 — „მხოლოდ ტექსტი დატოვე“
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, ფორმულა T-ს სხვადასხვა ტიპის მონაცემებზე გამოყენებისა.
მონაცემები მოცემულია A სვეტში (A2:A8), ჩ სვეტის შესაბამის უჯრებში წერია ფორმულები. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
- C2 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია „A“, რადგან A2 უჯრაში (რომელიც შეტანილია ფორმულაში) წერია ტექსტი „A”
- C3 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია „აბგ“, რადგან A3 უჯრაში (რომელიც შეტანილია ფორმულაში) წერია ტექსტი „აბგ”
- C4 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია „“, არაფერი/სიცარიელე, რადგან A4 უჯრაში (რომელიც შეტანილია ფორმულაში) წერია რიცხვი
- C5 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია „“, არაფერი/სიცარიელე, რადგან A5 უჯრაში (რომელიც შეტანილია ფორმულაში) წერია ლოგიკური მნიშვნელობა TRUE
- C6 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია „#VALUE!“, რაც წარმოადგენს შეცდომის ერთ-ერთ ტიპს, რადგან A6 უჯრაში (რომელიც შეტანილია ფორმულაში) წერია ტექსტი „#VALUE!”.
- C7 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია „“, არაფერი/სიცარიელე, რადგან A7 უჯრაში (რომელიც შეტანილია ფორმულაში) წერია რიცხვი, პროცენტი 20%
- C8 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია „“, არაფერი/სიცარიელე, რადგან A8 უჯრაში (რომელიც შეტანილია ფორმულაში) წერია თარიღი.
საყურადღებო ინფორმაცია!
- არატექსტური მნიშვნელობები → “” (არაფერი/სიცარიელე).
- შეცდომა → ბრუნდება იგივე შეცდომა (როგორიცაა, #VALUE!).
- თარიღი/პროცენტი/რიცხვი — Excel-ში რიცხვებად ითვლება, ამიტომ პასუხად გვაძლევს “”-ს.
მსგავსი/რელევანტური ფორმულები (ბმულებით):
- ISTEXT — ამოწმებს, არის თუ არა მნიშვნელობა ტექსტი. ნახე სტატია › excellab.ge
- TEXT — რიცხვის გადაყვანა ტექსტად მითითებული ფორმატით. ნახე სტატია › excellab.ge
- VALUE — მონაცემების გადაყვანა რიცხვად. ნახე სტატია › excellab.ge
- IFERROR / IFNA — შეცდომების მართვა (T შეცდომას არ „ფარავს“). IFERROR › excellab.ge • IFNA › excellab.ge
ექსელში შექმნილი მზა პროგრამები
ფასდაკლება!

200.0 ₾ Original price was: 200.0 ₾.100.0 ₾Current price is: 100.0 ₾.
კალათაში დამატება

Tavola – რესტორნის მართვის პროგრამა
ფასდაკლება!

350.0 ₾ Original price was: 350.0 ₾.250.0 ₾Current price is: 250.0 ₾.
კალათაში დამატება






