AVERAGEIFS
ფორმულის სახელი:
- AVERAGEIFS
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- გამოიანგარიშებს მონიშნულ სივრცეში არსებული რიცხვების საშუალოს რომლებიც აკმაყოფილებენ რამდენიმე (თქვენს მიერ განსაზღვრულ) კრიტერიუმს.
ფორმულის მოწყობა:
- =AVERAGEIFS(average_range,criteria_range1,criteria1… criteria_range127,criteria127)
ფორმულის არგუმენტები:
[average_range] – სივრცე რისი საშუალოც უნდა დავთვალოთ
Criteria_range1 – სივრცე სადაც ვეძებთ პირველ კრიტერიუმს
Criteria1 – პირველი კირტერიუმი
Criteria_range127 – სივრცე სადაც ვეძებთ ასოცდამეშვიდე კრიტერიუმს
Criteria127 – ასოცდამეშვიდე კირტერიუმი
მაგალითი
მოცემულია შპს ავტო იმპორტის მიერ 20X0 წელს გაყიდული მანქანების შესახებ ინფორმაცია, ქალაქების, ავტომობილების მარკებისა და ფასების ჭრილში.
ჩვენი ამოცანა შემდეგია:
გვინდა გამოვიანგარიშოთ თბილისში გაყიდული Mercedes-ის მარკის ავტომობილების საშუალო ფასი.
როგორც ხედავთ E2 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხი არის 129,500 რაც წარმოადგენს თბილისში გაყიდული Mercedes-ის მარკის ავტომობილების საშუალო ფასის.
ფორმულა
=AVERAGEIFS(C2:C12,A2:A12,”თბილისი”,B2:B12,”mercedes”)
average_range | სივრცე რისი საშუალოც უნდა დავთვალოთ | C2:C12 |
Criteria_range1 | სივრცე სადაც ვეძებთ პირველ კრიტერიუმს | A2:A12 |
Criteria1 | პირველი კირტერიუმი | თბილისი |
Criteria_range2 | სივრცე სადაც ვეძებთ მეორე კრიტერიუმს | B2:B12 |
Criteria2 | მეორე კირტერიუმი | mercedes |
მსგავსი სტაიტები