OFFSET
ფორმულის სახელი:
- Offset
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- ფორმულა გვიბრუნებს შედეგად უჯრას ან სივრცეს, რომელთა გადათვლას იწყებს საწყისი წერტილიდან. საწყისი წერტილი არის ჩვენს მიერ მითითებული უჯრა. OFFSET განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთ შემთხვევებში როცა გვჭირდება დინამიური სივრცეები.
ფორმულის მოწყობა:
=OFFSET (reference, rows, cols, [height], [width])
ფორმულის არგუმენტები:
Reference – საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი არის ჩვენს მიერ მითითებული უჯრა.
Rows – სტრიქონების რაოდენობა რამდენითაც უნდა გადაინაცვლოს დამოკიდებულებამ საწყისი წერტილის ქვემოთ.
Cols – სვეტების რაოდენობა რამდენითაც უნდა გადაინაცვლოს დამოკიდებულებამ საწყისი წერტილის მარჯვნივ.
[height] – [არასავალდებულო] სტრიქონების რაოდენობა რომლებიც გვინდა შევიყვანოთ ფორმულის მიერ მიღებულ სივრცეში.
[width] – [არასავალდებულო] სვეტების რაოდენობა რომლებიც გვინდა შევიყვანოთ ფორმულის მიერ მიღებულ სივრცეში.
თუკი Offset ფორმულის შედეგად გვინდა მივიღოთ ერთ უჯრა, მაშინ [height] და [width] არ გვჭირდება, ხოლო თუ Offset ფორმულის პასუხად გვინდა მივიღოთ სივრცე მაშინ უნდა გამოვიყენოთ ეს არგუმენტებიც.
მაგალითი N1 – როდესაც გვინდა ფორმულის შედეგად მივიღოთ ერთი უჯრა

=Offset(A2,1,1)
- Reference – A2 – საწყისი წერტილი,
- Rows – 1 – ერთი სტრიქონით ქვემოთ,
- Cols – 1 – ერთი სვეტით მარჯვნივ
შესაბამისად მიღებული შედეგი არის B3 უჯრა რომელშიც წერია რიცხვი 20.
მაგალითი N2 – როდესაც გვინდა ფორმულის შედეგად მივიღოთ სივრცე

=Offset(A2,1,1,3,3)
- Reference – A2 – საწყისი წერტილი,
- Rows – 1 – ერთი სტრიქონით ქვემოთ,
- Cols – 1 – ერთი სვეტით მარჯვნივ
- [height] – 3- მონიშვნა ქვედა სამი სტრიქონის,
- [width] – 3 – მონიშვნა ქვედა სამი სვეტის.
შესაბამისად მოინიშნა სივრცე B3-დან C5-ის ჩათვლით და რადგან აღნიშნული სივრცე არის შეტანილი ჯამის ფორმულაში (Sum) ამ სივრცის ჯამი არის 990.
მსგავსი სტატიები