TRANSPOSE
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი იანვარი 10, 2025
ფორმულის სახელი:
- TRANSPOSE
ფორმულის ტიპი:
- სივრცული (ექსელის ძველ ვერსიებში)/ ძებნა & დაკავშირება (MS 365)
ფორმულის აღწერა:
- გადაატრიალებს სტრიქონებში არსებულ მონაცემებს სვეტებში და პირიქით, სვეტებში არსებულ მნიშვნელობებს გადაატრიალებს სტრიქონებში.
ფორმულის მოწყობა:
- =TRANSPOSE(array)
ფორმულის არგუმენტები:
- array – საწყისი მონაცემები (სივრცე, დიაპაზონი), რომლის გადატრიალებაც გვინდა.
როგორც ვხედავთ, ამ ფორმულაში შეგვიძლია შევიტანოთ დიაპაზონი (სივრცე), სადაც წერია მონაცემები. შედეგი კი იქნება ამ მონაცემების “გადატრიალებული“ ვერსია.
შენიშვნა: Excel-ის ძველ ვერსიებში TRANSPOSE არის სივრცული/მატრიცული ფორმულა. მისი გამოყენებისთვის აუცილებელი იყო ფორმულის დასრულების შემდეგ უჯრის დახურვა არა „Enter“-ით, არამედ „Ctrl + Shift + Enter“-ის კომბინაციით. თანამედროვე ვერსიებში (მაგალითად Excel 365-ში), TRANSPOSE მუშაობს „Enter“-ით, დამატებითი კომბინაციების გარეშე.
მაგალითი N1 სვეტიდან სტრიქონში გადატრიალება
როგორც ვხედავთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში მონაცემები განთავსებულია A3:A6 უჯრებში (სვეტში). გადატრიალების ფორმულა კი მოცემულია უჯრაში C4.
რადგან ამ შემთხვევაში გამოყენებულია Office 356, ამიტომ ფორმულა გამოიყურება ასე: =TRANSPOSE(A4:A6), შედარებისთვის თუკი ექსელის ძველი მაგალითად 2016 წლის ვერსია გვექნებოდა, სადაც ფორმულის დასრულებისას გამოვიყენებდით Ctrl + Shift + Enter კომბინაციას, ფორმულა იქნებოდა შემდეგი: {=TRANSPOSE(A4:A6)}.
სივრცული ფორმულების წერის დროს ემატებოდა { } სიმბოლოები.
მაგალითი N2 სტრიქონიდან სვეტში გადატრიალება
როგორც ვხედავთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში მონაცემები განთავსებულია A10:C10 უჯრებში (მეათე სტრიქონში). გადატრიალების ფორმულა კი მოცემულია უჯრაში C13.
რადგან ამ შემთხვევაში გამოყენებულია Office 356, ამიტომ ფორმულა გამოიყურება ასე: =TRANSPOSE(A10:C10), შედარებისთვის თუკი ექსელის ძველი მაგალითად 2016 წლის ვერსია გვექნებოდა, სადაც ფორმულის დასრულებისას გამოვიყენებდით Ctrl + Shift + Enter კომბინაციას, ფორმულა იქნებოდა შემდეგი: {=TRANSPOSE(A10:C10)}.
სივრცული ფორმულების წერის დროს ემატებოდა { } სიმბოლოები.
მაგალითი N3 ცხრილის გადატრიალება
როგორც ხედავთ ამ ფორმულის გამოყენებით შესაძლებელია არა მხოლოდ ერთი სვეტის ან ერთი სტრიქონის გადატრიალება, არამედ მთლიანი ცხრილის გადატრიალებაც კი.
TRANSPOSE განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც გვჭირდება დიდი ცხრილის ორიენტაციის შეცვლა: ჰორიზონტალური განლაგების ვერტიკალურად გადატანა, ან პირიქით, მონაცემების ხელახალი აკრეფის გარეშე.
სხვა სასარგებლო ფორმულები
- INDEX:
- ფორმულის სახელი: INDEX
- აღწერა: გვაძლევს კონკრეტულ უჯრას, ან უჯრების დიაპაზონს, მითითებული რიგისა და სვეტის საფუძველზე.
- მოწყობა: =INDEX(array, row_num, [column_num])
- MATCH:
- ფორმულის სახელი: MATCH
- აღწერა: ეძებს მითითებულ მნიშვნელობას დიაპაზონში და აბრუნებს მის მდებარეობას.
- მოწყობა: =MATCH(lookup_value, lookup_array, [match_type])
- ROWS და COLUMNS:
- ფორმულები: ROWS / COLUMNS
- აღწერა: აბრუნებს მითითებული დიაპაზონის რიგების ან სვეტების რაოდენობას.
- მოწყობა: =ROWS(array), =COLUMNS(array)
- OFFSET:
- ფორმულის სახელი: OFFSET
- აღწერა: აბრუნებს მითითებული უჯრიდან რამდენიმე რიგითა და სვეტით გადანაცვლებულ უჯრას ან დიაპაზონს.
- მოწყობა: =OFFSET(reference, rows, cols, [height], [width])