
MINUTE
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი იანვარი 18, 2025
ფორმულის სახელი:
Minute
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- საათიდან გამოყოფს წუთის შესაბამის რიცხვს (0-59)
ფორმულის მოწყობა:
- =MINUTE(serial_number)
ფორმულის არგუმენტები:
- serail_number – თარიღი ან დრო, ან უჯრა რომელიც შეიცავს თარიღს/დროს.
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ: უჯრა სადაც წერია დრო/საათი ან ხელით ჩავწეროთ დრო.
დრო შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებლად ასევე თარიღთან ერთად.
შენიშვნა:
- თუ არგუმენტი არ შეიცავს ვალიდურ თარიღსა და დროს, ფორმულა აბრუნებს შეცდომას.
- დროის მნიშვნელობები “Excel”-ში ინახება, როგორც წილადი რიცხვები. მაგალითად, 12:30 ინახება, როგორც 0.520833, სადაც 0.5 ნიშნავს 12 საათს, ხოლო 0.020833 ნიშნავს 30 წუთს.
გვაქვს რეესტრი, სადაც მითითებულია დროები, გვინდა ამ დროებიდან ცალკე გამოვყოთ საათი.
მაგალითი N1: წუთების გამოყოფა დროიდან

როგორც ვხედავთ არ აქვს მნიშვნელობა, 24 საათიანი ფორმატი გვაქვს არჩეული თუ 12 საათიანი, იგივე AM/PM ფორმატი, ფორმულა მაინც გამოყოფს წუთებს დროიდან.
მაგალითი N2: თარიღსა და დროდან წუთების გამოყოფა

როგორც ვხედავთ მთავარია თარიღი და დროის ერთდროული ფორმატი სწორად იყოს გამოყენებული და არ აქვს მნიშვნელობა, 24 საათიანი ფორმატი გვაქვს არჩეული თუ 12 საათიანი AM/PM ფორმატი, ფორმულა მაინც გამოყოფს წუთებს დროიდან.
მაგალითი N3: საათის რიცხვითი მნიშვნელობიდან წუთების გამოყოფა
ექსელში საათი შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც საათის ფორმატში (საათი:წუთი:წამი) ასევე რიცხვით ფორმატში 0-დან 1-მდე, სადაც 0 არის ღამის თორმეტი საათი, ანუ დღის დასაწყისი ხოლო, 1 დღის ბოლო, შესაბამისად მაგალითად 0.5 შეესაბამება დღის 12 საათს.

როგორც ფორმულის შედეგში ჩანს, 0.767361111111111-ის შესაბამისი წუთი არის 25, სრულყოფილად კი 0.767361111111111-ს შეესაბამება 6:25:00 PM, იგივე 18:25:00.
MINUTE ფორმულა განსაკუთრებით გამოსადეგია, როდესაც საჭიროა დროის კონკრეტული ნაწილის გამოყოფა და მისი გამოყენება სხვა გამოთვლებში ან ვიზუალიზაციებში.
სხვა სასარგებლო ფორმულები
HOUR:
- ფორმულის სახელი: HOUR
- აღწერა: აბრუნებს საათების მნიშვნელობას დროიდან.
- მოწყობა: =HOUR(serial_number)
SECOND:
- ფორმულის სახელი: SECOND
- აღწერა: აბრუნებს წამების მნიშვნელობას დროიდან.
- მოწყობა: =SECOND(serial_number)
TIME:
- ფორმულის სახელი: TIME
- აღწერა: ქმნის დროს საათის, წუთის და წამების მნიშვნელობებით.
- მოწყობა: =TIME(hour, minute, second)
NOW:
- ფორმულის სახელი: NOW
- აღწერა: აბრუნებს მიმდინარე თარიღსა და დროს.
- მოწყობა: =NOW()