RIGHT
ფორმულის სახელი:
- RIGHT
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- თქვენს მიერ მონიშნულ უჯრაში არსებული სიმბოლოებიდან, მარჯვნიდან გამოყოფს თქვენს მიერ მითითებული რაოდენობის სიმბოლოს
ფორმულის მოწყობა:
=RIGHT(text,num_chars)
ფორმულის არგუმენტები:
Text – უჯრა, მონაცემი
Num_chars – მონაცემების რაოდენობა
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა და ვუთითებთ ამ უჯრიდან რამდენი მონაცემის გამოტანა გვინდა.
მოდით ვნახოთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს Right ფორმულა.
მაგალითი

B2 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია A2 უჯრაში არსებული მონაცემებიდან, მარჯვნიდან ხუთ სიმბოლო, შესაბამისად ფორმულის პასუხი არის სიტყვა „გვარი“. ანალოგიურად B3 უჯრაში არსებულ ფორმულაში მითითებული გვაქვს რომ A3 უჯრიდან წამოგვიღოს მარჯვნიდან ორი სიმბოლო, შესაბამისად ფორმულის პასუხია სიტყვას „რი“.
თუ დააკვირდებით B4 ურაში არსებული ფორმულამ უნდა მოგვცეს შედეგად A4 უჯრიდან მარჯვნიდან ერთი სიმბოლო. მარჯვნიდან პირველი სიმბოლო არის პროცენტის ნიშანი, თუმცა ის ამ ფორმულამ არ გადმოიტანა, ფორმულის პასუხია „5“. რატომ მოხდა ეს?
ეს იმიტომ მოხდა, რომ თუკი უჯრაში გვიწერია პროცენტი, ფორმულა Right მას აღიქვამს არა ასე: 15%, არამდე ასე: 0.15 შესაბამისად გამოდის, რომ უჯრაში პროცენტის ნიშანი არ არსებობს და მარჯვნიდან პირველი სიმბოლო არის „5“.
მსგავსი სტატიები