CONCATENATE
ფორმულის სახელი:
- CONCATENATE
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- ერთ უჯრაში აერთიანებს სხვადასხვა უჯრაში არსებულ მონაცემებსა და ფორმულაში შეტანილ დამოუკიდებელ ტექსტს(ებს).
ფორმულის მოწყობა:
=Concatenate(text1,[text2]… [text30])
ფორმულის არგუმენტები:
Text1 – უჯრა, მონაცემი
Text2 – უჯრა, მონაცემი
Text30 – უჯრა, მონაცემი
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს უჯრები, მონაცემები ან მათი სხვადასხვა კომბინაცია. პასუხად ფორმულა გვაძლევს იმ თანმიმდევრობით გაერთიანებულ მონაცემებს რა თანმიმდევრობითაც შეიტანეთ არგუმენტები ფორმულაში.
მოდით ვნახოთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს Concatenate ფორმულა.
მაგალითი
როგორც ვხედავთ C2 უჯრაში გაერთიანებული გვაქვს: A2 უჯრა, ბრჭყალებში მოქცეული გამოტოვება (“ “) და B2 უჯრა. შესაბამისად C2 უჯრაში მიღებული შედეგია: სახელი გვარი
რატომ ჩავსვით Concatenate ფორმულაში მეორე არგუმენტად ბრჭყალებში მოქცეული გამოტოვება (“ “)?
პასუხი მარტივია, რადგან:
- A2 უჯრაში წერია: სახელი,
- B2 უჯრაში წერია: გვარი,
თუკი ჩვენ მხოლოდ ამ ორ უჯრას შევიტანდით ფორმულაში, მივიღებდით შემდეგ ტექსტს: სახელიგვარი, ისე როგორც ეს C3 უჯრაშია.
ამიტომ მეორე არგუმენტად ხელოვნურად შევიტანეთ სიცარიელე, გამოტოვება (“ “).
რატომ ჩავსვით ფორმულის მეორე არგუმენტი (გამოტოვება) ბრჭყალებში?
ექსელში ნებისმიერ ფორმულაში არგუმენტის შეტანის დროს, თუკი ეს არგუმენტი არ არის: ან უჯრა, ან რიცხვი, აუცილებლად ჭირდება ბრჭყალებში ჩასმა. თუკი უჯრის და რიცხვისაგან განსხვავებულ ნებისმიერ სიმბოლოს ფორმულაში შევიტანთ და ბრჭყალებში არ ჩასვამთ ფორმულის პასუხად მივიღებთ შეცდომას.
გარდა სიცარიელისა ჩვენ ამ ფორმულაში შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი სიმბოლო და ნებისმიერი უჯრა.