ISERROR
ფორმულის სახელი:
- ISERROR
ფორმულის ტიპი:
- ინფორმაციული
ფორმულის აღწერა:
- გვეუბნება უჯრა ექსელის მიერ აღქმულია თუ არა შეცდომად
ფორმულის მოწყობა:
- =ISERROR(value)
ფორმულის არგუმენტები:
value – უჯრა
ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა და თუკი მითითებულ უჯრაში წერია შეცდომა, მაშინ ფორმულის პასუხი იქნება True, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში False.
ექსელში არსებობს შეცდომის რამდენიმე ნიშნი და თოთოეული მათგანი აღწერს სხვადასხვა ტიპის შეცდომას, ესენია:
შეტყობინება | შეცდომის მიზეზი |
---|---|
#DIV/0! | რიცხვს ყოფდი 0-ზე ან ცარიელ უჯრაზე |
#NAME | ფორმულის სახელი არასწორად ჩაწერე |
#N/A | ფორმულა მიმართულია ცარიელი უჯრისკენ, ან ფორმულის შესაბამისი მონაცემები არ მოიძებნა |
#NULL | ფორმულის დაწერის დროს ზედმეტად ჩასმულია გამოტოვება (სფეისი) |
#NUM | ფორმულაში გამოყენებული არგუმენტი რომელიც არის რიცხვი ან რომლის პასუხიც არის რიცხვი არასწორია |
#REF | უჯრა ან სივრცე რომლისკენაც მიმართული იყო ფორმულა აღარ არსებობს |
#VALUE | ფორმულა შეიცავს ფუნქციას რომელიც არასწორად იქნა გამოყენებული, ან რომელიმე არგუმენტი არასწორად წერია |
მაგალითი
გვაქვს სამი სვეტი:
- მონაცემები – უჯრები რომელზეც არის მიმართული ფორმულები
- მონაცემების შიგთავსი – მონაცემების უჯრაში რეალურად რაც წერია
- ფორმულა
შევხედოთ C2 უჯრაში ჩაწერილ ფორმულას, ფორმულის პასუხია True რადგან A2 უჯრაში წერია =10/0 და რადგან ნულზე გაყოფა არ შეიძლება A2 უჯრაში არსებული ფუნქციის შედეგია #Div/0!, რაც წარმოადგენს შეცდომის ერთ-ერთ სახეს.
ასევე True გვაქვს ასევე ყველა შემთხვევაში სადაც A სვეტის შესაბამის უჯრაში ფორმულის შედეგია შეცდომა.
ფორმულის პასუხია False თუკი უჯრაში წერია შეცდომისაგან განსხვავებული ნებისმიერი რამ, მაგ: ტექსტი, რიცხვი, თარიღი და .შ (როგორც ეს A6 უჯრაშია მოცემული).
მსგავსი სტატიები