
XLOOKUP
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი აპრილი 30, 2025
ფორმულის სახელი:
Xlookup
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- ეძებს თქვენს მიერ მითითებულ მნიშვნელობას, თქვენს მიერ მითითებულ სვეტში და პასუხად გვაძლევს არჩეული სვეტიდან შესაბამის მნიშვნელობას. (ძებნა შესაძლებელია იყოს ზუსტი და მიახლოებითი)
ფორმულის მოწყობა:
=XLOOKUP(lookup_value, lookup_array, return_array, [if_not_found], [match_mode], [search_mode])
ფორმულის არგუმენტები:
lookup_value – მნიშვნელობა რომელსაც ვეძებთ
lookup_array – სივრცე, სვეტი სადაც ვეძებთ
return_array – სივრცე, სვეტი საიდანაც შესაბამისი მნიშვნელობა უნდა მივიღოთ.
if_not_found (არასავალდებულო) – მნიშვნელობა, რომელიც უნდა მივიღოთ, თუ ძებნა წარუმატებელია
match_mode (არასავალდებულო) – შესაბამისობის ტიპი:
- 0 – ზუსტი შესაბამისობა (ნაგულისხმევი).
- -1 – ზუსტი ან შემდეგი ყველაზე მცირე მნიშვნელობა.
- 1 – ზუსტი ან შემდეგი ყველაზე დიდი მნიშვნელობა.
search_mode (არასავალდებულო) – განსაზღვრავს ძებნის მიმართულებას:
- 1 – ძებნა პირველი უჯრიდან (ნაგულისხმევი).
- -1 – ძებნა ბოლო უჯრიდან.
გამოყენების აღწერა:
XLOOKUP ფორმულა განსაკუთრებით სასარგებლოა მონაცემთა შედარებისა და შესაბამისი მონაცემების მოძებნა/გადმოტანისთვის.
შენიშვნა:
XLOOKUP ამარტივებს და აუმჯობესებს VLOOKUP და HLOOKUP ფორმულებს, რადგან ის საშუალებას იძლევა ძებნა გაკეთდეს ნებისმიერ მიმართულებით და მოიცავს შეცდომების დამუშავების მარტივ ფუნქციონალს.
მაგალითი N1 – სტანდარტული გამოყენება (Vlookup & Hlookup)
პირველ მაგალითში მოცემულია Xlookup ფორმულის გამოყენების გზები როგოც Vlookup, Match+Index, Hlookup

მაგალითად პირველ ფორმულაში, B3 უჯრა, Xlookup გამოყენებულია როგორც სტანდარტული Vlookup. კერძოდ:
- ვეძებთ სახელს „ამირანი“ B8:B14 სვეტში, და გადმოგვაქვს მისი შესაბამისი პირადი ნომერი C8:C14 სივრციდან.
მეორე ფორმულაში, B4 უჯრა, Xlookup გამოყენებულია როგორც სტანდარტული Match+Index. კერძოდ:
- ვეძებთ სახელს „აანა“ B8:B14 სვეტში, და გადმოგვაქვს მისი შესაბამისი დეპარტამენტი A8:A14 სივრციდან.
რაც ექსელის ძველ (2021 წლამდე ვერსიებში) მხოლოდ ამ ორი ფორმულის კომბინაციით იქნებოდა შესაძლებელი.
მესამე ფორმულაში, B5 უჯრა, Xlookup გამოყენებულია როგორც სტანდარტული Hlookup. კერძოდ:
- ვეძებთ სახელს „კესო“ A11:D11 სტრიქონში, და გადმოგვაქვს მისი შესაბამისი პირადი ნომერი A12:D12 სივრციდან.
მაგალითი N2 – დამატებითი ფუნქციები: შეცდომის გადაკეთება, ძებნის ტიპები
ქვემოთ მოცემულია Xlookup -ის ორი დამატებითი ფუნქცია:
- შეცდომის გადაკეთება რაიმე სხვა მნიშვნელობად
- ძებნის ტიპები

მაგალითად პირველ ფორმულაში, B18 უჯრაში მოცემული ფორმულით ჩვენ ვეძებთ სახელ „გიორგი“-ს „სახელი და გვარი“-ს სვეტში. თუმცა როგორც ვხედავთ სახელი „გიორგი“ არ წერია ძებნის სვეტში, რაც სტანდარტული Vlookup-ის შემთხვევაში მოგვცემდა შეცდომას – N/A, თუმცა Xlookup ჩვენ შეგვიძლია. მსგავსი ტიპის შეცდომა გადავაკეთოთ ჩვენთვის სასურველ ნებისმიერ მნიშვნელობად, მაგალითად როგორც აქ არის მოცემული სიტყვა „არ არის“.
მეორე ფორმულაში, B19 უჯრაში მოცემული ფორმულით ჩვენ ვეძებთ პირად ნომერს 11111115 რომელიც პირადობის ნომრის სვეტში არ წერია, თუმცა ასეთ დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მიახლოებითი ძებნა, კერძოდ:
match_mode (არასავალდებულო) – შესაბამისობის ტიპი:
- 0 – ზუსტი შესაბამისობა (ნაგულისხმევი).
- -1 – ზუსტი ან შემდეგი ყველაზე მცირე მნიშვნელობა.
- 1 – ზუსტი ან შემდეგი ყველაზე დიდი მნიშვნელობა.
როგორც ვხედავთ ამ შემთხვევაში match_mode-ში მითითებულია -1, რაც არის ზუსტი ან შემდეგი ყველაზე მცირე მნიშვნელობა. შესაბამისად ვიღებთ პირველი მცირე რიცხვის შესაბამის სახელს „ანა“.
იგივე მიდგომაა გამოყენებული B20 უჯრაში არსებული ფორმულის შემთხვევაშიც.
ხოლო ბოლო ფორმულაში B21 უჯრაში გამოყენებულია Wildcard.
მაგალითი N3 – დამატებითი ფუნქციები: ქვემოდან ზემოთ ძებნა
სტანდარტულ შემთხვევაში ძებნა ხორციელდება ზემოდან ქვემოთ და ამის შეცვლის საშუალება ძველ ძებნის ფორმულებში არ არის, ხოლო Xlookup-ში ეს საკითხიც გათვალისწინებულია.

B38 უჯრაში მოცემულ ფორმულაში ჩვენ ვეძებთ A დეპარტამენტს, და გვინდა გამოვიტანოთ მისი შესაბამისი სახელი, თუმცა სტანდარტულად რადგან ძებნა ზემოდან ქვემოთ არის დაყენებული თუკი არ გამოვიყენებდით search_mode-ის ფუნქციას, ყოველთვის მოძებნიდა პირველივე A-ს და მის შესაბამის სახელს A.
ამიტომ ვიყენებთ search_mode-ს. კერძოდ -1 და ამიტომ ვიღებთ ბოლო A-ს შესაბამის სახელს .
search_mode (არასავალდებულო) – განსაზღვრავს ძებნის მიმართულებას:
- 1 – ძებნა პირველი უჯრიდან (ნაგულისხმევი).
- -1 – ძებნა ბოლო უჯრიდან.
XLOOKUP არის უახლესი და უფრო მოქნილი ინსტრუმენტი მონაცემების ძიებისთვის, რაც ამარტივებს სამუშაო პროცესს და უზრუნველყოფს მეტი სიზუსტეს.
სხვა სასარგებლო ფორმულები:
- ფორმულის სახელი: VLOOKUP
- აღწერა: ვერტიკალური ძებნა სვეტში.
- მოწყობა: =VLOOKUP(lookup_value, table_array, col_index_num, [range_lookup])
აღწერა: ჰორიზონტალური ძებნა სტრიქონში.
მოწყობა: =HLOOKUP(lookup_value, table_array, row_index_num, [range_lookup])
აღწერა: ორი ფორმულის კომბინაცია, რომელიც უფრო მოქნილ ძიებას უზრუნველყოფს.
მოწყობა: =INDEX(return_array, MATCH(lookup_value, lookup_array, [match_type]))