NOW
ფორმულის სახელი:
- Now
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- გაძლევთ თქვენს კომპიუტერში მიმდინარე თარიღსა და დროს
ფორმულის მოწყობა:
=NOW()
ფორმულის არგუმენტები:
- ამ ფორმულაში არგუმენტები არ შეგვაქვს
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში არგუმენტ(ები)ი არ შეგვაქვს
დავწეროთ ფორმულა:
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ფორმულა Now გიჩვენებთ ფორმულის დაწერის მომენტისათვის თქვენს კომპიუტერში არსებულ თარიღს და დროს.
ამასთანავე თუ ექსელი თქვენს კომპიუტერში დაყენებული გაქვთ ავტომატურ კალკულაციაზე (სტანდარტულად ექსელი დაყენებულია ავტომატურ კალკულაციაზე. (კალკულაციის ტიპის შეცვლა ხდება Formulas > Calculation > Calculation Options – დან) მაშინ ამ ექსელის ფაილში ნებისმიერ უჯრაში განხორციელებული ცვლილების მერე, ეს ფორმულა ხელახლა შეამოწმებს თქვენს კომპიუტერში არსებულ თარიღსა და დროს და დაგიწერთ განახლებულ მაჩვენებელს.
ასევე თუკი დახურავთ ამ ფაილს და რამდენიმე ხნის მერე გახსნით, ფორმულის შედეგი იქნება ამ ექსელის ფაილი გახსნი მომენტში, თქვენს კომპიუტერში არსებული თარიღი და დრო.