MONTH
ფორმულის სახელი:
- Month
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- გამოყოფს თვეს თარიღიდან
ფორმულის მოწყობა:
=MONTH(serail_number)
ფორმულის არგუმენტები:
- serail_number – უჯრა ან თარიღი
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ: უჯრა სადაც თარიღი წერია ან ხელით ჩავწეროთ თარიღი.
მაგალითად, გვაქვს თანამშრომლების რეესტრი, სადაც მითითებულია მათი დაბადების თარიღები. გვინდა ამ თარიღებიდან ცალკე გამოვყოთ თვე.
დავწეროთ ფორმულა:
როგორც ვხედავთ C3 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 11 (ნოემბერი), რადგან სიაში არსებული პირველი თანამშრომლის დაბადების დღე არის 1987 წლის თოთხმეტი ნოემბერი.
მსგავსი სტატიები