
SECOND
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი ივნისი 28, 2025
ფორმულის სახელი:
Minute
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს წამის შესაბამის რიცხვს (0-59) თარიღისა და დროის მნიშვნელობიდან
ფორმულის მოწყობა:
=SECOND(serial_number)
ფორმულის არგუმენტები:
- serail_number – თარიღი ან დრო, ან უჯრა რომელიც შეიცავს თარიღს/დროს.
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ: უჯრა სადაც წერია თარიღი და დრო, ან მხოლოდ დრო ან ხელით ჩავწეროთ დრო.
შენიშვნა:
- თუ არგუმენტი არ შეიცავს ვალიდურ თარიღსა და დროს, ფორმულა აბრუნებს შეცდომას.
- დრო შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებლად ასევე თარიღთან ერთად.
მაგალითი N1: წამების გამოყოფა დროიდან
გვაქვს რეესტრი, სადაც მითითებულია დროები. გვინდა ამ დროებიდან ცალკე გამოვყოთ წამი.

როგორც ვხედავთ არ აქვს მნიშვნელობა, დროის 24 საათიანი ფორმატი გვაქვს არჩეული თუ 12 საათიანი AM/PM ფორმატი, ფორმულა მაინც გამოყოფს წუთებს დროიდან.
მაგალითი N2: თარიღსა და დროიდან წუთების გამოყოფა

როგორც ვხედავთ მთავარია თარიღი და დროის ერთდროული ფორმატი სწორად იყოს გამოყენებული და არ აქვს მნიშვნელობა, 24 საათიანი გვაქვს არჩეული თუ 12 საათიანი AM/PM ფორმატი, ფორმულა მაინც გამოყოფს წუთებს დროიდან.
სხვა სასარგებლო ფორმულები
HOUR:
- ფორმულის სახელი: HOUR
- აღწერა: გამოყოფს საათებს დროიდან.
- მოწყობა: =HOUR(serial_number)
MINUTE:
- ფორმულის სახელი: MINUTE
- აღწერა: გამოყოფს წუთების დროიდან.
- მოწყობა: =MINUTE(serial_number)
TIME:
- ფორმულის სახელი: TIME
- აღწერა: ქმნის დროს საათის, წუთის და წამების მნიშვნელობებით.
- მოწყობა: =TIME(hour, minute, second)
NOW:
- ფორმულის სახელი: NOW
- აღწერა: გვაძლევს მიმდინარე თარიღსა და დროს.
- მოწყობა: =NOW()
TEXT:
- ფორმულის სახელი: TEXT
- აღწერა: გამოიყენება დროისა და თარიღის ფორმატირებისთვის.
- მოწყობა: =TEXT(value, format_text)
