
WEEKDAY
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი ივნისი 29, 2025
ფორმულის სახელი:
WEEKDAY
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო (Date & Time)
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს რიცხვს, რომელიც წარმოადგენს მითითებული თარიღის შესაბამის კვირის დღეს. მაგალითად, 1 ნიშნავს კვირას, 2 – ორშაბათს და ა.შ., თუმცა ეს დამოკიდებულია არჩეულ სისტემაზე.
ფორმულის მოწყობა:
=WEEKDAY(serial_number, [return_type])
ფორმულის არგუმენტები:
- serial_number – თარიღი, რომელიც გვაინტერესებს თუ კვრის რა დღეა. შეიძლება ხელით ჩავწეროთ თარიღი ან მივუთითოთ უჯრა სადაც ჩაწერილია თარიღი.
- return_type (არასავალდებულო) – განსაზღვრავს რომელი დღე ჩაითვლოს კვირის დასაწყისად.
return_type მნიშვნელობები:
| მნიშვნელობა | კვირის დასაწყისი | კვირის დღეები |
|---|---|---|
| 1 (ნაგულისხმევი) | კვირა | 1=კვირა, 2=ორშ, …, 7=შაბათი |
| 2 | ორშაბათი | 1=ორშ, …, 6=შაბათი, 7=კვირა |
| 3 | ორშაბათი | 0=ორშ, …, 5=შაბათი, 6=კვირა |
მაგალითი: WEEKDAY ფუნქცია და return_type-ის მნიშვნელობა
გავანალიზოთ ერთსა და იმავე თარიღზე (01-01-25) დაფუძნებული ფორმულები, სადაც ვცვლით მხოლოდ return_type არგუმენტს და ვაკვირდებით, როგორ იცვლება შედეგი კვირის დასაწყისის შესაბამისად.
🔎 რას გვასწავლის ეს მაგალითები?
- თარიღი იგივეა, თუმცა შედეგი იცვლება return_type-ის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ კვირის დღეების დასაწყისი და რიგითი ნომრები პირდაპირაა დამოკიდებული არჩეულ პარამეტრზე.
- ზოგჯერ საჭიროა კვირა იწყებოდეს ორშაბათით (მაგალითად, ISO სტანდარტში), ზოგჯერ კი კვირადღით — ამის მიხედვით შეგვიძლია ავირჩიოთ შესაბამისი return_type.
- Excel-ში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ TEXT(A1, “dddd”) კვირის დღის სახელწოდების გამოსატანად, თუმცა WEEKDAY აუცილებელია, როცა საჭიროა რიცხვობრივი შედარება, ფილტრი ან დათვლა.
სხვა სასარგებლო თარიღის & დროის ფორმულები:
- ფორმულის სახელი: TODAY
- აღწერა: აბრუნებს მიმდინარე თარიღს.
- მოწყობა: =TODAY()
- ფორმულის სახელი: NOW
- აღწერა: აბრუნებს მიმდინარე თარიღსა და დროს.
- მოწყობა: =NOW()
- ფორმულის სახელი: DATE
- აღწერა: ქმნის თარიღს ცალკეული წლის, თვისა და დღის საფუძველზე.
- მოწყობა: =DATE(year, month, day)
- ფორმულის სახელი: TEXT
- აღწერა: გარდაქმნის თარიღს ან დროს ტექსტურ ფორმატად.
- მოწყობა: =TEXT(value, format_text)
- ფორმულის სახელი: WORKDAY
- აღწერა: აბრუნებს თარიღს, რომელიც მოდის მოცემული სამუშაო დღეების შემდეგ.
- მოწყობა: =WORKDAY(start_date, days, [holidays])
- ფორმულის სახელი: NETWORKDAYS
- აღწერა: ითვლის სამუშაო დღეების რაოდენობას ორ თარიღს შორის.
- მოწყობა: =NETWORKDAYS(start_date, end_date, [holidays])
- ფორმულის სახელი: WEEKNUM
- აღწერა: აბრუნებს კვირის ნომერს წლიდან (1-დან 52/53-მდე).
- მოწყობა: =WEEKNUM(serial_number, [return_type])
- ფორმულის სახელი: EDATE
- აღწერა: ამატებს ან აკლებს თვეებს მითითებულ თარიღს.
- მოწყობა: =EDATE(start_date, months)
- ფორმულის სახელი: EOMONTH
- აღწერა: აბრუნებს თვის ბოლო დღეს მითითებული თარიღიდან განსაზღვრული თვეების შემდეგ.
- მოწყობა: =EOMONTH(start_date, months)
- ფორმულის სახელი: HOUR
- აღწერა: გამოყოფს საათებს დროიდან.
- მოწყობა: =HOUR(serial_number)
- ფორმულის სახელი: MINUTE
- აღწერა: გამოყოფს წუთებს დროიდან.
- მოწყობა: =MINUTE(serial_number)
- ფორმულის სახელი: SECOND
- აღწერა: გამოყოფს წამებს დროიდან.
- მოწყობა: =SECOND(serial_number)
SUBSTITUTE
მაისი 18, 2023
კომენტარები ჯერ არ არის
ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: ფორმულის არგუმენტები: Text – უჯრა, მონაცემი Old_text – სიმბოლო(ები) რომლებიც უნდა შეიცვალოს New_text – სიმბოლო(ები) რომლითაც უნდა...
Read More »
LEN
აგვისტო 6, 2021
კომენტარები ჯერ არ არის
ფორმულის სახელი: LEN ფორმულის ტიპი: ტექსტი ფორმულის აღწერა: თვლის თუ რამდენი სიმბოლო წერია კონკრეტულ უჯრაში ფორმულის მოწყობა: =Len(text) ფორმულის არგუმენტები: text – ტექსტი, უჯრა ამ...
Read More »
XLOOKUP
აპრილი 30, 2025
კომენტარები ჯერ არ არის
ფორმულის სახელი: Xlookup ფორმულის ტიპი: ძებნა & დაკავშირება ფორმულის აღწერა: ეძებს თქვენს მიერ მითითებულ მნიშვნელობას, თქვენს მიერ მითითებულ სვეტში და პასუხად გვაძლევს არჩეული სვეტიდან შესაბამის...
Read More »
T
ნოემბერი 3, 2025
კომენტარები ჯერ არ არის
ფორმულის სახელი: T ფორმულის ტიპი: ტექსტი ფორმულის აღწერა: აბრუნებს შეყვანილ მნიშვნელობას, თუ ის ტექსტია; წინააღმდეგ შემთხვევაში აბრუნებს ცარიელ ტექსტს “” ფორმულის მოწყობა: =T(value) ფორმულის არგუმენტები:...
Read More »







