NETWORKDAYS

ფორმულის სახელი:

  • NETWORKDAYS

ფორმულის ტიპი:

  • თარიღი & დრო

ფორმულის აღწერა:

  • გვაძლევს ორ თარიღს შორის სამუშაო დღეების რაოდენობას

ფორმულის მოწყობა:

= NETWORKDAYS(start_date, end_date, [holidays])

ფორმულის არგუმენტები:

  • Start_date – საწყისი თარიღი
  • end_date – ბოლო თარიღი
  • [holidays] – დასვენებები/დღესასწაულები

ამ ფორმულაში შეგვაქვს საწყისი თარიღი და საბოლოო თარიღი, ასევე შეგვიძლია შევიტანოთ დამატებითი დასვენების დღეები,  ფორმულა შედეგად გვაძლევს თუ რამდენი სამუშაო დღე არის საწყის თარიღსა და ბოლო თარიღს შორის.

NETWORKDAYS ფორმულა არასამუშაო დღეებად თვლის შაბათს და კვირას.

[holidays] – ში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სია და მიუთითოთ სტანდარტულისგან განსხვავებული დასვენების დღეები, რათა მიიღოთ უფრო ზუსტი ინფორმაცია სამუშაო დღეების შესახებ. თუმცა ამ არგუმენტის შეტანა ზოგადად არ არის აუცილებელი, რადგან ეს არგუმენტი ჩასმულია [] – ფრჩხილებში.

განვიხილოთ ქვემოთ მოცემული მაგალითი

როგორც ვხედავთ A სვეტში მოცემული გვაქვს საწყისი თარიღები, ხოლო B სვეტში მოცემული გვაქვს დასრულების თარიღები.

ასევე გვაქვს დამატებით სამი სვეტი:

  • კალენდარული დღე – გამოთვლილია საწყის და საბოლოო თარიღს შორის რამდენი კალენდარული დღეა
  • სამუშაო დღე (დღესასწაულების გარეშე) – გამოთვლილია საწყის და საბოლოო თარიღს შორის რამდენი სამუშაო დღეა
  • სამუშაო დღე (დღესასწაულებით) – გამოთვლილია საწყის და საბოლოო თარიღს შორის რამდენი სამუშაო დღეა, დამატებითი დღესასწაულების/დასვენებების გათვალისწინებით

განვიხილოთ მეოთხე სტრიქონზე არსებული ფორმულების შედეგები:

  • კალენდარული დღე (C4 – ფორმულა: B4-A4) –  საწყის და საბოლოო თარიღს შორის 224 კალენდარული დღეა
  • სამუშაო დღე (დღესასწაულების გარეშე) (D4 – ფორმულა:  NETWORKDAYS(A4,B4) ) – საწყის და საბოლოო თარიღს შორის 161 სამუშაო დღეა
  • სამუშაო დღე (დღესასწაულებით) (E4 – ფორმულა: NETWORKDAYS(A4,B4,$G$4:$G$8) ) – საწყის და საბოლოო თარიღს შორის დამატებითი დღესასწაულების/დასვენებების გათვალისწინებით, რომლებიც მოცემულია G4:G8 სივრცეში, 158 სამუშაო დღეა

იმისათვის რათა გამოვიყენოთ Holidays – დამატებითი დასვენებების არგუმენტი, ექსელში უნდა შევქმნათ ამ დასვენებების სია და შემდეგ შეიტანოთ ფორმულაში.

განვიხილოთ მეხუთე სტრიქონზე არსებული ფორმულების შედეგები:

  • კალენდარული დღე (C5 – ფორმულა: B5-A5)-  საწყის და საბოლოო თარიღს შორის 0 კალენდარული დღეა
  • სამუშაო დღე (დღესასწაულების გარეშე) (D5 – ფორმულა: NETWORKDAYS(A5,B5) ) – მიუხედავად იმისა რომ კალედარული დღეებში გვაქვს 0,  საწყის და საბოლოო თარიღს შორის 1 სამუშაო დღეა
  • სამუშაო დღე (დღესასწაულებით) (E5 – ფორმულა: NETWORKDAYS(A5,B5,$G$4:$G$8) ) – მიუხედავად იმისა რომ სამუშაო დღე გვაქვს ერთი, რადგან ამ ფორმულაში შეტანილი გვაქვს დამატებითი  დღესასწაულები/დასვენებები და ამ დასვენებების სიაში არის 28 თებერვალი შესაბამისად ის არ არის სამუშაო დღე და ფორმულის პასუხიც არის ნული.

სხვა ფორმულების განხილვები

  • SUBSTITUTE
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: ფორმულის არგუმენტები: Text – უჯრა, მონაცემი Old_text – სიმბოლო(ები) რომლებიც უნდა შეიცვალოს New_text – სიმბოლო(ები) რომლითაც უნდა …
  • SUBTOTAL
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: =SUBTOTAL(function_num,ref1,ref2) ფორმულის არგუმენტები: როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში უნდა ავირჩიოთ ფუნქციის ნომერი და შევიტანოთ სივრცე(ები). ფუნქციის ნომრები …
  • NOT
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: =NOT(logical) ფორმულის არგუმენტები: Logical – ლოგიკური მნიშვნელობა ფორმულა NOT ატრიალებს ლოგიკურ მნიშვნელობებს, ანუ TRUE-ს გარდაქმნის FALSE-ად და …
  • IFS
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: ფორმულის არგუმენტები: test1 – პირველი ლოგიკური ტესტი value1- მნიშვნელობა თუ პირველი ლოგიკური ტესტი შესრულდა test2 – მეორე …
  • DATE
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: =DATE(year,month,day) ფორმულის არგუმენტები: როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს წელი, თვე, რიცხვი  და ფორმულა პასუხად გვაძლევს შესაბამის თარიღს. …
  • NETWORKDAYS
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: = NETWORKDAYS(start_date, end_date, holidays) ფორმულის არგუმენტები: ამ ფორმულაში შეგვაქვს საწყისი თარიღი და საბოლოო თარიღი, ასევე შეგვიძლია შევიტანოთ …
ExcelLab-ექსელის ლაბორატორია ©