EDATE
ფორმულის სახელი:
- EDATE
ფორმულის ტიპი:
- თარიღი & დრო
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს კონკრეტული თარიღიდან მე-N-ე თვის შემდეგ თარიღს
ფორმულის მოწყობა:
=EDATE(start _date,months)
ფორმულის არგუმენტები:
- Start_date – თარიღი, ანუ ჯრა სადაც წერია თარიღი
- months – თვეების რაოდენობა
ამ ფორმულაში შეგვაქვს თარიღი და ფორმულა შედეგად გვაძლევს, ამ თარიღიდან სამი, ხუთი და ა.შ. თვის შემდეგ არსებულ დღეს.
months – თვეებში თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ როგორც დადებითი რიცხვები, ასევე უარყოფითი რიცხვები.
დადებითის შემთხვევაში თარიღს ემატება თვეები, უარყოფითის შემთხვევაში თარიღს აკლდება თვეები.
მაგალითი
გვინდა 2023 წლის 11 იანვარს დავუმატოთ ან გამოვაკლოთ თვეები, როგორ გავაკეთოთ ეს?
როგორც ვხედავთ:
C3 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 11.02.2023, რადგან თვეების რაოდენობაში მივუთითეთ ერთი, შესაბამისად 11 იანვრიდან ზუსტად ერთი თვის მერე არის თერთმეტი თებერვალი.
C4 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 11.12.2022, რადგან თვეების რაოდენობაში მივუთითეთ მინუს ერთი, შესაბამისად 11 იანვრიდან ზუსტად ერთი თვით ადრე არის წინა წლის თერთმეტი დეკემბერი.
C5 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 11.02.2023, რადგან თვეების რაოდენობაში ექსელი აღიქვამს მხოლოდ მთელ ნაწილს და არა წილად, ანუ 1,6-დან აღიქვამს მხოლოდ 1-ს. შესაბამისად 11 იანვრიდან ზუსტად ერთი თვის მერე არის თერთმეტი თებერვალი.
რაც შეეხება C7 და C8 უჯრებს, 2016 წელი არის ნაკიანი წელიწადი, შესაბამისად გვაქვს 29 თებერვალი, ხოლო 2017 არ არის ნაკიანი ამიტომ ერთი წლის (12 თვის) მერე გვაქვს 28 თებერვალი, ხოლო 48 თვის ანუ 4 წლის შემდეგ (2020 წელი) ისევ გვაქვს ნაკიანი წელიწადი და შესაბამისად თებერვალიც არის 29-ით.
მსგავსი სტატიები