AND
ფორმულის სახელი:
- And
ფორმულის ტიპი:
- ლოგიკური
ფორმულის აღწერა:
- ფორმულაში შეგვაქვს ერთი ან მეტი ლოგიკური ტესტი. ფორმულის პასუხია TRUE-ს თუ ყველა ლოგიკა დაკმაყოფილდა და FALSE თუ ერთ ერთი ლოგიკური ტესტი მაინც არ დაკმაყოფილდა.
ფორმულის მოწყობა:
=AND(logical1,logical2… logical255)
ფორმულის არგუმენტები:
logical1 – ლოგიკური ტესტი 1
logical2 – ლოგიკური ტესტი 2
logical255 – ლოგიკური ტესტი 255
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ლოგიკები.
მაგალითი N1
ვთქვათ გვაქვს რიცხვები რეესტრი და გვაინტერესებს ამ რეესტრში რომელი რიცხვია 20 ზე მეტი და ამავდროულად 50 ზე ნაკლები.
როგორც ვხედავთ B3 უჯრაში არსებული And ფორმულის შედეგია TRUE რადგან ამ ფორმულაში შეტანილი ორივე ლოგიკური ტესტი სწორია. კერძოდ A3 უჯრაში არსებული მონაცემი მეტია ოცზე და ნაკლებია ორმოცდაათზე.
მაგალითი N2
გვაქვს X კომპანიაში დასაქმებულთა რეესტრი და გვაინტერესებს კონკრეტული დასაქმებული თუ აკმაყოფილებს რამდენიმე კრიტერიუმს პარალელურად. მაგ: თუ არის 50 წელზე მეტი ასაკის, ხელფასი თუ აქვს 1500 ლარზე მეტი და მუშაობს A ფილიალში.
როგორც ხედავთ E3 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგი არის TRUE რადგან მასში შეტანილი ყველა ლოგიკური ტესტი სწორია.