ADDRESS
ფორმულის სახელი:
- ADDRESS
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- ქმნის უჯრის მისამართს მითითებული სტრიქონისა და სვეტის ნომრსების მიხედვით
ფორმულის მოწყობა:
=ADDRESS(row_num, col_num, [abs_num], [a1], [sheet])
ფორმულის არგუმენტები:
row_num – სტრიქონის ნომერი
col_num – სვეტის ნომერი
[abs_num] – დამოკიდებულების ტიპი
[a1] – პასუხის ფორმატი
[sheet] – შიტის სახელი
შეხსენება!
ყველა არგუმენტი რომელიც ჩასმულია ოთხკუთხედ ფრჩხილებში არის ნებაყოფლობითი, ანუ მათი შეტანა ფორმულაში არ არის სავალდებულო და ხდება კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე
როგორც ვხედავთ ფორმულაში გვაქვს სამი არასავალდებულო არგუმენტი [abs_num], [a1], [sheet].
მაგალითი N1 – ფორმულაში შეგვაქვს მხოლოდ სტრიქონები და სვეტები

როგორც ვხედავთ F3 უჯრაში მიღებული ფორმულის შედეგია $A$1 რადგან
- row_num – სტრიქონის ნომერი – A3 – სადაც წერია 1 (ანუ პირველი სტრიქონი)
- col_num – სვეტის ნომერი – B3 – სადაც წერია 1 (ანუ პირველი სვეტი)
ხოლო ექსელში პირველი სვეტისა და პირველი სტრიქონის კვეთაზე არსებული უჯრის მისამართი არის A1.
F4 უჯრაში მიღებული ფორმულის შედეგია $C$1 რადგან:
- row_num – სტრიქონის ნომერი – A4 – სადაც წერია 1 (ანუ პირველი სტრიქონი)
- col_num – სვეტის ნომერი – B4 – სადაც წერია 3 (ანუ მესამე სვეტი)
ხოლო ექსელში პირველი სვეტისა და მესამე სტრიქონის კვეთაზე არსებული უჯრის მისამართი არის C1.
მაგალითი N2 – [abs_num] – დამოკიდებულების ტიპი
როგორც ვიცით ექსელში უჯრებს შორის დამოკიდებულება შესაძლებელია იყოს სამი ტიპის: აბსოლუტური, შერეული და ფარდობითი.
თუკი Address ფორმულის ამ არგუმენტს არ იყენებთ მაშინ მიღებული შედეგი ავტომატურად იქნება აბსოლუტური დამოკიდებულების, მაგ: $A$1 დოლარის ნიშნები სვეტისა და სტრიქონის მისამართის წინ ნიშნავს აბსოლუტურ დამოკიდებულებას.
abs_num – ში შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ მოცემული ცხრილიდან ერთ-ერთი
| abs_num | Result |
| 1 (ავტომატურად) | აბსოლუტური ($A$1) |
| 2 | შერეული, გამუდმივებული სტრიქონით (A$1) |
| 3 | შერეული, გამუდმივებული სვეტით ($A1) |
| 4 | ფარდობითი (A1) |

როგორც ვხედავთ:
- F6 უჯრაში გვაქვს აბსოლუტური დამოკიდებულება
- F7უჯრაში – შერეული, გამუდმივებულია სტრიქონი
- F8 უჯრაში – შერეული, გამუდმივებულია სვეტი
- F9 უჯრაში – ფარდობითი
მაგალითი N3 – [a1] – პასუხის ფორმატი
ექსელში უჯრის მისამართი შესაძლებელია დაიწერო ორი ფორმატით, მაგალითად A1 უჯრის შემთხვევაში:
- A1 – A სვეტი და პირველი სტრიქონი
- R1C1 – R- პირველი Row (სტრიქონი), C –პირველი Column (სვეტი)
შესაბამისა ამ ფორმულის პასუხიც შესაძლებელია იყოს ამ ორი ფორმატიდან ერთ-ერთში.
სტანდარტულად პასუხი არის პირველი ტიპის ფორმატში A1, მაგრამ სურვილიდან გამომდინარე შეგიძლიათ აირჩიოთ მეორე ტიპის ფორმატიც.

როგორც ვხედავთ F10 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხის ფორმატია R1C1, ხოლო F11 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხის ფორმატია A1
მაგალითი N4 – [sheet] – შიტის სახელი თუკი გვინდა ფორმულის პასუხად მივიღოთ არა მხოლოდ უჯრის მისამართი, არამედ კონკრეტული შიტის კონკრეტული უჯრის მოსამართი, მაგალითად შიტის, რომოლსაც ქვია Sheet1, A1 უჯრის მისამართი. მაშინ Address ფორმულაში უნდა შევიტანოთ ბოლო არგუმენტი.

შენიშვნა!
ფორმულაში შიტის სახელის მერე აუცილებლად უნდა დაიწეროს ძახილის ნიშანი, ანუ თუ გვინდა მივუთითოთ შიტი1 უნდა დავწეროთ “Sheet1!”
როგორც ვხედავთ F12 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია შიტ1-ში არსებული A1 უჯრა.
მსგავსი სტატიები
- AI Pool N1
- AVERAGE ფორმულის სავარჯიშოებიVERAGE ფორმულის სავარჯიშოები Excel-ში ამ გვერდზე განთავსებულია AVERAGE ფორმულის მარტივი სავარჯიშოები, რომლებიც დაგეხმარებათ Excel-ში საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის პრაქტიკულად შესწავლაში. სავარჯიშოები განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის და ეტაპობრივად გაჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ AVERAGE ფუნქცია Excel-ში რიცხვითი მონაცემების საშუალო მნიშვნელობის დასათვლელად. AVERAGE ფორმულა ერთ-ერთი ყველაზე …
- Excel 2016 VS Excel 2019 – რა არის განსხვავებული?შესავალი ბევრი ორგანიზაცია და ინდივიდუალური მომხმარებელი კვლავ აქტიურად იყენებს Excel 2016-ს, როგორც სტაბილურ და ნაცნობ სამუშაო გარემოს. თუმცა Microsoft-ის პროდუქტების ევოლუციიდან გამომდინარე, ადრე თუ გვიან ჩნდება კითხვა: ღირს თუ არა Excel 2019-ზე გადასვლა და რას შეცვლის ეს პრაქტიკაში? Excel 2019 …
- MINIFSფორმულის სახელი: MINIFS ფორმულის ტიპი: სტატისტიკური ფორმულის აღწერა: აბრუნებს მინიმალურ მნიშვნელობას მოცემული დიაპაზონიდან, რომელიც აკმაყოფილებს ერთ ან რამდენიმე პირობას. ფორმულის მოწყობა: =MINIFS(min_range, criteria_range1, criteria1, [criteria_range2, criteria2], …) ფორმულის არგუმენტები: min_range — დიაპაზონი, საიდანაც მინიმალური მნიშვნელობა უნდა მოიძებნოს. criteria_range1 — პირველი …
- SUM ფორმულის სავარჯიშოებიაქ განთავსებულია ჯამის ფორმულის SUM, მარტივი სავარჯიშოები
- SWITCHფორმულის სახელი: SWITCH ფორმულის ტიპი: ლოგიკური ფორმულის აღწერა: SWITCH ფუნქცია ამოწმებს ერთ მნიშვნელობას (expression) სხვადასხვა ვარიანტზე და აბრუნებს იმ შედეგს, რომელიც პირველივე დამთხვევას შეესაბამება. თუ დამთხვევა არ მოიძებნა, შეგიძლიათ ბოლოს მიუთითოთ default მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება #N/A ფორმულის მოწყობა: …



