
MINIFS
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი მაისი 7, 2026
ფორმულის სახელი:
MINIFS
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- აბრუნებს მინიმალურ მნიშვნელობას მოცემული დიაპაზონიდან, რომელიც აკმაყოფილებს ერთ ან რამდენიმე პირობას.
ფორმულის მოწყობა:
- =MINIFS(min_range, criteria_range1, criteria1, [criteria_range2, criteria2], …)
ფორმულის არგუმენტები:
- min_range — დიაპაზონი, საიდანაც მინიმალური მნიშვნელობა უნდა მოიძებნოს.
- criteria_range1 — პირველი დიაპაზონი, რომელშიც პირობა მოწმდება.
- criteria1 — პირობა, რომელსაც criteria_range1-ის უჯრები უნდა აკმაყოფილებდეს.
- criteria_range2, criteria2, … — დამატებითი (არასავალდებულო) დიაპაზონ-პირობის წყვილები.
როგორ მუშაობს პრაქტიკაში
ქვემოთ მოცემულ მაგალითებში მთავარი იდეაა, რომ MINIFS მხოლოდ იმ სტრიქონებიდან ეძებს მინიმუმს, რომლებიც ყველა მითითებულ პირობას ერთდროულად აკმაყოფილებს. ამიტომ ის განსაკუთრებით გამოსადეგია კონკრეტული ჯგუფის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის პოვნაში, რიცხვითი ზღვრების დაწესებაში და რამდენიმე ფილტრის ერთდროულ გამოყენებაში.
განვიხილოთ მიღებული შედეგები:
ამოცანა N1: რა არის A დეპარტამენტში ყველაზე პატარა თანხა?
ფორმულა: =MINIFS(C3:C9, A3:A9, “A”)
რას აკეთებს: არჩევს C3:C9 სივრციდან მხოლოდ იმ რიცხვებს, სადაც A3:A9 = “A” და აბრუნებს შესაბამის მინიმუმს.
შედეგი: 10 — დეპარტამენტი A-ში თანხები არის 10, 20, 30 და 60 → შესაბამისად მინიმუმი არის 10.
ამოცანა N2: A დეპარტამენტში, სახელი „ანა”-ს შესაბამისი ყველაზე პატარა თანხა?
ფორმულა: =MINIFS(C3:C9, A3:A9, “A”, B3:B9, “ანა”) (E4 უჯრა)
რას აკეთებს: ფილტრავს შემდეგი კრიტერიუმებით: A სვეტი =”A” და B სვეტი =”ანა”, შემდეგ აბრუნებს მინიმუმს C3:C9 სივრციდან.
შედეგი: 30 — A დეპარტამენტში სულ არის ერთი „ანა”, თანხით 30 → შესაბამისად მინიმუმიც 30-ია.
ამოცანა N3: იპოვე A დეპარტამენტში, სახელი „გიორგი”-ს შესაბამისი ყველაზე პატარა თანხა.
ფორმულა: =MINIFS(C3:C9, A3:A9, “A”, B3:B9, “გიორგი”) (E5 უჯრა)
რას აკეთებს: ეძებს ჩანაწერებს A სვეტი =”A” და B სვეტი =”გიორგი” და აბრუნებს მინიმუმს.
შედეგი: 0 — რადგან ბაზაში არ არსებობს ჩანაწერი სადაც ერთდროულად სრულდება ორივე პირობა, ამიტომ MINIFS აბრუნებს 0-ს (არ არის შეცდომა).
ამოცანა N4: რა არის B დეპარტამენტში ყველაზე პატარა თანხა?
ფორმულა: =MINIFS(C3:C9, A3:A9, “B”) (E6 უჯრა)
რას აკეთებს: ფილტრავს C3:C9 სივრციდან მხოლოდ იმ მნიშვნელობებს, სადაც A3:A9 = “B” და აბრუნებს მინიმუმს.
შედეგი: 40 — დეპარტამენტი B-ში თანხები არის 40, 50 და 70 → შესაბამისად მინიმუმი არის 40.
ამოცანა N5: რა არის ყველაზე პატარა თანხა იმ ჩანაწერებიდან, სადაც თანხა 20-ზე მეტია?
ფორმულა: =MINIFS(C3:C9, C3:C9, “>20”) (E7 უჯრა)
რას აკეთებს: min_range და criteria_range ერთი და იგივეა — C3:C9. ფილტრავს მხოლოდ იმ მნიშვნელობებს, რომლებიც 20-ზე მეტია და აბრუნებს მათ შორის მინიმუმს.
შედეგი: 30 — 20-ზე მეტი თანხები არის 30, 40, 50, 60, 70 → შესაბამისად მინიმუმი არის 30.
ამოცანა N6: A დეპარტამენტში, რა არის ყველაზე პატარა თანხა იმ ჩანაწერებიდან, სადაც თანხა 15-ზე მეტია?
ფორმულა: =MINIFS(C3:C9, A3:A9, “A”, C3:C9, “>15”) (E8 უჯრა)
რას აკეთებს: ფილტრავს ორი კრიტერიუმით — A სვეტი =”A” და C სვეტი >15, შემდეგ აბრუნებს მინიმუმს.
შედეგი: 20 — A დეპარტამენტში 15-ზე მეტი თანხები არის 20, 30 და 60 → შესაბამისად მინიმუმი არის 20.
ამოცანა N7: B დეპარტამენტში, სადაც თანხა 40-ზე მეტი ან ტოლია და სახელი „ანა”-ა — რა არის მინიმუმი?
ფორმულა: =MINIFS(C3:C9, A3:A9, “B”, C3:C9, “>=40”, B3:B9, “ანა”) (E9 უჯრა)
რას აკეთებს: სამი კრიტერიუმით ფილტრავს ჩანაწერებს — დეპარტამენტი =”B”, თანხა >=40 და სახელი =”ანა”. შემდეგ აბრუნებს მინიმუმს.
შედეგი: 70 — ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც სამივე პირობას აკმაყოფილებს არის ანა B დეპარტამენტიდან, თანხით 70 → შესაბამისად მინიმუმი არის 70.
საყურადღებო ინფორმაცია!
- min_range და ყველა criteria_range უნდა იყოს ერთიდაიგივე ზომის — წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმულა მოგვცემს შეცდომას – #VALUE!.
- თუ კრიტერიუმების შესაბამისი მნიშვნელობა არ მოიძებნა ფორმულა პასუხად გვაძლევს 0.
- შესაძლებელია კრიტერიუმებად გამოყენებული იქნას ოპერატორები, მაგალითად: >100, “<>ანა”, “>=”&E2 და ასე შემდეგ.
- ტექსტური კრიტერიუმებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩანაცვლების ნიშნები (wildcards): * ნებისმიერი რაოდენობის სიმბოლოსთვის და ? ერთი სიმბოლოსთვის. მაგალითად, “ან*” იპოვის როგორც „ანა”-ს, ისე „ანტონი”-ს.
ფორმულა ხელმისაწვდომია ოფისის შემდეგ ვერსიებში: Excel 2019, Excel 2021, Microsoft 365 (Windows/Mac).
მსგავსი ფორმულები (ბმულებით):
- MAXIFS — მრავლობითი კრიტერიუმით მაქსიმუმის პოვნა (MINIFS-ის საპირისპირო ფორმულა). ნახე სტატია ›
- SUMIFS — მრავლობითი კრიტერიუმით ჯამის პოვნა. ნახე სტატია ›
- AVERAGEIFS — მრავლობითი კრიტერიუმით საშუალოს გამოთვლა. ნახე სტატია ›
- COUNTIFS — უჯრების დათვლა ერთზე მეტ კრიტერიუმზე დაყრდნობით. ნახე სტატია ›
- MAX / MIN — უპირობო მაქსიმუმი/მინიმუმი (როცა კრიტერიუმები არ გჭირდება).
- SMALL — k-ე ყველაზე პატარა მნიშვნელობა (მაგ., მე-2 მინიმუმი მნიშვნელობა). ნახე სტატია ›







