
COUNT
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი თებერვალი 17, 2021
ფორმულის სახელი:
-
COUNT
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- ითვლის ფორმულაში შეტანილი მნიშვნელობებიდან რამდენი არის რიცხვი
ფორმულის მოწყობა:
=COUNT(value1,value2… value255)
ფორმულის არგუმენტები:
- value1 – მნიშვნელობა 1
- value2 – მნიშვნელობა 2
- value255 – მნიშვნელობა 255
როგორც ვხედავთ Average ფორმულის არგუმენტში შეგვიძლია შევიტანოთ მნიშვნელობები. მნიშვნელობა შეიძლება იყოს: უჯრა(ები) ან სივრცე(ები).
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
ვთქვათ A1-დან A10-მდე უჯრებში გვიწერია მონაცემები და გვინდა დავთვალოთ ამ მონაცემებიდან რამდენია რიცხვი.
- შეგვიძლია ფორმულაში პირდაპირ შევიტანოთ ეს სივრცე

როგორც ვხედავთ ფორმულის პასუხია 10, ეს ნიშნავს რომ A1:A10 სივრცეში 10 უჯრაში წერია რიცხვი, ანუ 10 უჯრა ექსელის მიერ აღქმულია რიცხვად.
2. როდესაც სივრცეში არ წერია რიცხვი
შედარებისათვის გვაქვს ფორმულა C1 უჯრაში რომელიც ასევე მოიცავს A1:A10 სივრცეს, ფორმულის შედეგია 9 რადგან A5 უჯრაში წერია ტექსტი და არა რიცხვი.

3. ერთზე მეტი სივრცის მონიშვნა

თუკი გაქვთ ორი დამოუკიდებელი სივრცე მაშინ: Value1-ში ვუთითებთ პირველ სივრცეს, ხოლო Value2-ში მეორე სივრცეს.
საბაზისო ფორმულები რომლებიც Count ფორმულასთან ერთად ხშირად გამოიყენება:
- Sum – აჯამებს ფორმულაში შეტანილ: რიცხვებს, თქვენს მიერ მითითებულ უჯრებში ან სივრცე(ებ)ში არსებულ რიცხვებს.
- Average – გამოიანგარიშებს ფორმულაში შეტანილი: რიცხვების, მითითებულ უჯრებში ან სივრცე(ებ)ში არსებული რიცხვების საშუალოს
- CountA – ითვლის ფორმულაში შეტანილი მნიშვნელობებიდან რამდენი არ არის ცარიელი
OR
COLUMN
CODE
SMALL
INDIRECT
MAX
თეგებიCount, Count ფორმულა, Excel, დათვლის ფორმულა, ექსელი, ფორმულები, ფორმულები ექსელში