VALUE
ფორმულის სახელი:
- VALUE
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- რიცხვებად აკონვერტირებს სხვადასხვა ტიპით დაფორმატებულ მონაცემებს
ფორმულის მოწყობა:
- =VALUE(text)
ფორმულის არგუმენტები:
Text – უჯრა, მონაცემი
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა სადაც წერია რიცხვი რომელიც ექსელის მიერ არ არის რიცხვად აღქმული სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგ: დაფორმატებულია როგორც ტექსტი, თარიღი, პროცენტი ან უჯრაში წერია ვალუტის კონკრეტული სიმბოლო და ა.შ.
მაგალითი
A სვეტში გვაქვს სხვადასხვა მონაცემი
ქვემოთ მოცემულია უჯრის დასახელებელი, ამ უჯრაში არსებული მონაცემების შინაარსი და B სვეტის შესაბამისი ფორმულის შედეგები.
A4 – რიცხვი – ფორმულის შედეგია ისევ რიცხვი
A5 – თარიღი – ფორმულის შედეგია ამ თარიღის შესაბამისი რიცხვი
A6 – დრო – ფორმულის შედეგია ამ დროის შესაბამისი რიცხვი
A7 – ტექსტი – ფორმულის შედეგია ტექსტში დაფორმატებული რიცხვის, რიცხვით ფორმატში გადატანა
A8 – ვალუტა (ეს არ არის ვალუტის ფორმატი რომელიც ყენდება Home > Number -იდან აქ რეალურად უჯრაში წერია ვალუტის სიმბოლო) – ფორმულის შედეგია რიცხვი ვალუტის ნიშნის გარეშე
A9 – ვალუტა (ეს არ არის ვალუტის ფორმატი რომელიც ყენდება Home > Number -იდან აქ რეალურად უჯრაში წერია ვალუტის სიმბოლო) ლარი – როგორც ვხედავთ ფორმულამ ვერ აღიქვა ეს სიმბოლო და პასუხიც მოგვცა შეცდომა.
A10 – პროცენტი – ფორმულის შედეგია პროცენტის შესაბამისი რიცხვი
A11 – ტექსტი – ჩვეულებრივ ტექსტს ფორმულა ვერ აკონვერტირებს რიცხვად
მსგავსი სტატიები