LOOKUP
ფორმულის სახელი:
- lookup
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- ახდენს მიახლოებით ძებნას თქვენს მიერ მითითებული ერთსვეტიან, ერთსტრიქონიან სივრცეში და პასუხად გვაძლევს შესაბამის მნიშვნელობას სხვა ერთსვეტიანი, ერთ სტრიქონიანი სივრციდან.
ფორმულის მოწყობა:
=VLOOKUP(lookup_value, lookup_vector, [result_vector])
ფორმულის არგუმენტები:
lookup_value – მნიშვნელობა რასაც ვეძებთ
lookup_vector – ერთსვეტიანი, ერთსტრიქონიანი სივრცე სადაც ვეძებთ მნიშვნელობას
[result_vector] – [არასავალდებულო] შედეგების ერთსვეტიანი, ერთსტრიქონიანი სივრცე
საყურადღებო ინფორმაცია
ფორმულის დაწერისას უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი:
- ფორმულა ავტომატურად გულისხმობს, Lookup_vector-ში გამოყენებული მონაცემები არის ზრდადობით დალაგებული;
- როდესაც lookup_value ვერ იქნება მოძებნილი, ფორმულა მოგცემთ უახლოეს დაბალ მნიშვნელობას;
- [result_vector] – არ არის სავალდებულო ველი, შესაბამისად თუკი მას არ გამოვიყენებთ, ფორმულის შედეგი იქნება Lookup_vector სივრციდან.
- როდესაც lookup_value არის ბაზაში არსებულ ყველა მნიშვნელობაზე დიდი, LOOKUP გვაძლევს ბაზაში არსებულ ყველაზე დიდ მნიშვნელობას.
- როდესაც lookup_value არის ბაზაში არსებულ ყველა მნიშვნელობაზე პატარა, LOOKUP გვაძლევს #N/A-ს.
- result_vector უნდა იყოს იგივე ზომის რაც lookup_vector.
მაგალითი N1
ვთქვათ გვაქვს ბაზა სადაც გაცემულია ქვეყნები და მათი მოსახლეობის რაოდენობა, ბაზა დალაგებულია ზრდადობით.
![](http://excellab.ge/wp-content/uploads/2022/07/image.png)
როგორც ვხედავთ, Lookup ფორმულა გვაქვს ორნაირად დაწერილი:
- ფორმულა N1 – result_vector -ის გარეშე
- ფორმულა N2 – result_vector-ით.
განვიხილოთ პირველი, result_vector -ის გარეშე
როგორც F3 უჯრაში არსებულ ფორმულაში ვხედავთ:
lookup_value – E3 (50,000)
lookup_vector – $B$3:$B$19 ($ – გამუდმივების ნიშანი, რომ ფორმულის ჩამოკოპირების შემდეგ სივრცე არ შეიცვალოს)
ფორმულის შედეგია 38,128 რადგან 50,000 არ გვაქვს სვეტში, ხოლო მასზე დაბალი პირველივე მნიშვნელობა არის 38,128.
განვიხილოთ მეორე, result_vector -ით
როგორც F10 უჯრაში არსებულ ფორმულაში ვხედავთ:
lookup_value – E10 (50,000)
lookup_vector – $B$3:$B$19 ($ – გამუდმივების ნიშანი, რომ ფორმულის ჩამოკოპირების შემდეგ სივრცე არ შეიცვალოს)
lookup_vector – $C$3:$C$19 (ქვეყნების სახელები, $ – გამუდმივების ნიშანი, რომ ფორმულის ჩამოკოპირების შემდეგ სივრცე არ შეიცვალოს)
ფორმულის შედეგია Liechtenstein რადგან 50,000 არ გვაქვს სვეტში, ხოლო მასზე დაბალი პირველივე მნიშვნელობა არის 38,128, რომლის შესაბამისი ქვეყანაც C სვეტში არის Liechtenstein.
მაგალითი N2 – ვიპოვოთ ბოლო შევსებული უჯრა
გვაქვს ქვეყნების ბაზა მათი მოსახლეობის მიხედვით.
ჩვენ გვინდა, ვნახოთ რა არის ამ ბაზაში ბოლო ჩანაწერი: მოსახლეობის რაოდენობა და ქვეყანა.
![](http://excellab.ge/wp-content/uploads/2022/07/image-1.png)
როგორც ვხედავთ F24 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგი არის 126,476,461 რაც არის ამ რეესტრის ბოლო ჩანაწერი, ასევე F25 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია Japan რაც ასევე არის რეესტრის ბოლო ჩანაწერი.
მაგალითი N3 – ვიპოვოთ უახლესი ფასი
ქვემოთ ცხრილში მოცემულია ხილის ფასები სხვადასხვა დროს, ჩვენ გვინდა გავიგოთ რა არის ვაშლის უახლესი ფასი.
![](http://excellab.ge/wp-content/uploads/2022/07/image-2-1024x507.png)
F44 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია 11 რადგან ვაშლის უახლესი ფასი არის 11.
მსგავსი სტატიები