
REPLACE
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი ოქტომბერი 8, 2024
ფორმულის სახელი:
- REPLACE
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- ცვლის ტექსტის ნაწილს ახალი ტექსტით
ფორმულის მოწყობა:
- =REPLACE(old_text, start_num, num_chars, new_text)
ფორმულის არგუმენტები:
- old_text – ძველი ტექსტი
- start_num – ჩანაცვლების დასაწყისი პოზიცია
- num_chars – შესაცვლელი სიმბოლოების რაოდენობა
- new_text – ახალი ტექსტი
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა ან რაიმე სიმბოლო(ები) და ვუთითებთ, არსებული სიმბოლოებიდან მერამდენე სიმბოლო(ები) გვინდა შევცვალოთ სხვა სიმბოლოთი, ანუ ფორმულა გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ ტექსტის კონკრეტული ნაწილი ახალი ტექსტით.
მაგალითი
როგორც ვხედავთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში A სვეტში გვაქვს ტექსტი „AAABBBCCC”,
B სვეტში წერია ფორმულა, ხოლო C სვეტში არ ფორმულის შიგთავსი.

განვიხილოთ ფორმულების შედეგები:
რას აკეთებს B2 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A3 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც პირველი სიმბოლო „A” ჩანაცვლებულია “ა” სიმბოლოთი.
რას აკეთებს B3 უჯრაში არსებული ფორმულა:
რადგან start_num–ში მითითებულია 2, ამიტომ ჩანაცვლებას იწყებს მეორე სიმბოლოდან, სულ ანაცვლებს ერთ სიმბოლოს, შესაბამისად პასუხად ვიღებთ “AაABBBCCC”-ს.
რას აკეთებს B4 უჯრაში არსებული ფორმულა:
ამ შემთხვევაში num_chars ანუ შესაცვლელი სიმბოლოების რაოდენობაში მითითებულია 2, რაც ნიშნავს რომ ტექსტში არსებული ორი სიმბოლო ჩანაცვლდება „ა“ სიმბოლოთი. ასევე ჩანაცვლებას ვიწყებთ პირველივე სიმბოლოდან. შესაბამისად AA ნაცვლდება ა-თი და ვიღებთ აABBBCCC-ს.
რას აკეთებს B5 უჯრაში არსებული ფორმულა:
ამ შემთხვევაში num_chars ანუ შესაცვლელი სიმბოლოების რაოდენობაში მითითებულია 5, ამიტომ პირველი ხუთი სიმბოლო ჩანაცვლდება იმ სიმბოლოთი რაც new_text – ახალი ტექსტში წერია.
მსგავსი ფორმულა: Substitute – ანაცვლებს სიმბოლოს(ებს) სხვა სიმბოლოთი(ებით)
MID
SUBTOTAL
MIN
PV
NETWORKDAYS
MONTH
TEXT
LEN
თეგებიExcel, Excel Formulas, ექსელი, ფორმულები, ფორმულები ექსელში