COUNTBLANK
ფორმულის სახელი:
- Countblank
ფორმულის ტიპი:
- სტატისტიკური
ფორმულის აღწერა:
- მითითებულ სივრცეში ითვლის უჯრების რაოდენობას რომლებიც ცარიელია
ფორმულის მოწყობა:
=CountBlank(range)
ფორმულის არგუმენტები:
- range – ერთი უწყვეტი სივრცე
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის აქვს ერთი არგუმენტი, სადაც შეგვიძლია შევიტანოთ მხოლოდ ერთი უწყვეტი სივრცე.
მონაცემების შეტანა ფორმულაში:
გვაქვს ცხრილი სადაც მოცემულია ორგანიზაციები და მათი აბონენტის ნომრები, ზოგიერთ ორგანიზაციას არ უწერია აბონენტის ნომერი.
ჩვენ გვინდა გავიგოთ რამდენი ორგანიზაციაა სულ ისეთი, რომელთაც არ უწერიათ აბონენტის ნომერი. დავწეროთ ფორმულა B1 უჯრაში და მასში შევიტანოთ სივრცე: B3:B17
როგორც ვხედავთ ფორმულის პასუხია 3, ეს ნიშნავს რომ B3:B17 სივრცეში 3 უჯრა არის ცარიელი.
მსგავსი სტატიები