IF
ფორმულის სახელი:
- IF
ფორმულის ტიპი:
- ლოგიკური
ფორმულის აღწერა:
- წერს ერთ მნიშვნელობას თუ ლოგიკური ტესტი დაკმაყოფილდა და მეორე მნიშვნელობას თუ ლოგიკური ტესტი არ დაკმაყოფილდა
ფორმულის მოწყობა:
- =If(logical_test,value_if_true,value_if_false)
ფორმულის არგუმენტები:
logical_test – ლოგიკური ტესტი
value_if_true – პასუხი თუ ლოგიკური ტესტი შესრულდა
Value_if_false – პასუხი თუ ლოგიკური ტესტი არ შესრულდა
მაგალითი N1
ვთქვათ გვაქვს ბაზა სადაც მოცემულია კომპანიების მიერ X წელს გადახდილი თანხები.
ჩვენი ამოცანა შემდეგია:
თუკი კონკრეტული კომპანიის მიერ გადახდილი თანხა მეტია 1,500-ზე დაწერთ “კარგი” თუ არა “ცუდი”
როგორც ვხედავთ C4 უჯრაში ჩაწერილი ფორმულის შედეგი არის „კარგი“, რადგან ამ შემთხვევაში ლოგიკური ტესტი აღმოჩნდა ჭეშმარიტი B4>1500 (3600>1500), შესაბამისად ფორმულის პასუხია Value if True სადაც წერია „კარგი“.