SUBTOTAL
ფორმულის სახელი:
- Subtotal
ფორმულის ტიპი:
- მათემატიკური
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს მონიშნული მონაცემების: ჯამის, საშუალოს, დათვლის მონაცემთა რაოდენობას და შეუძლია მიიღოს კიდევ რამდენიმე ფორმულის შინაარსი, იმის მიხედვით თუ რა function_num-ს ავირჩევთ.
ფორმულის მოწყობა:
=SUBTOTAL(function_num,ref1,ref2)
ფორმულის არგუმენტები:
- function_num – ფუნქციის ნომერი
- ref1 – სივრცე 1
- ref2 – სივრცე 2
როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში უნდა ავირჩიოთ ფუნქციის ნომერი და შევიტანოთ სივრცე(ები).
ფუნქციის ნომრები არის შემდეგები:
ფუნქცია | აიგნორებს გაფილტრულ მონაცემებს | აიგნორებს დამალულ უჯრებს |
ფუნქციის ინდექსი | ||
AVERAGE | 1 | 101 |
COUNT | 2 | 102 |
COUNTA | 3 | 103 |
MAX | 4 | 104 |
MIN | 5 | 105 |
PRODUCT | 6 | 106 |
STDEV | 7 | 107 |
STDEVP | 8 | 108 |
SUM | 9 | 109 |
VAR | 10 | 110 |
VARP | 11 | 111 |
ვთქვათ ჩვენ გვინდა Subtotal გამოვიყენოთ როგორც ჯამის ფუნქცია, მაშინ ფუნქციის ნომრად უნდა ავირჩიოთ 9 ან 109. განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი.
Subtotal როგორც Sum:
ქვემოთ მაგალითში გამოყენებული გვაქვს ჯამისა და საბტოტალის ფორმულები. სამივე ფორმულა გამოყენებულია ერთი და იმავე სივრცეზე B7:B11. ფორმულები ჩაწერილია შესაბამისად B2,B3,B4 უჯრებში.
როგორც ვხედავთ სამივე ფორმულის (Subtotal ფუნქციის ნომრით 109, Subtotal ფუნქციის ნომრით 9 და Sum) შედეგი ერთი და იგივეა – 150.
როდის გვაქვს განსხვავება? როდესაც ვიყენებთ ფილტრს ან ხელით ვმალავთ/ვაჰაიდებთ, სტრიქონებს.
გავაგრძელოთ მაგალითი და მოცემულ ცხრილში, გავფილტროთ სვეტი „სიმბოლოები“, დავტოვოთ მხოლო B სიმბოლო.
როგორც ხედავთ, Sum ფორმულა კვლავ გვაძლევს B7:B11 სივრცეში არსებული რიცხვების ჯამს, ხოლო Subtotal-ები გვაძლევენ მხოლოდ იმ რიცხვების ჯამს, რაც ჩანს ვიზუალურად.
რა განსხვავებაა Subtotal-ში ფუნქციის ნომრად 9-ს ავირჩევ თუ 109-ს?
განსხვავება დგება მაშინ როდესაც ჩვენ ცხრილში შემავალ სტრიქონებზე გამოვიყენებთ არა ფილტრს არამედ დამალვას /Hide. განვიხილოთ მაგალითი: მოვხსნათ ზემოთ მოცემულ ცხრილს ფილტრი და ხელით დავმალოთ 7-8 სტრიქონები.
როგორც ვხედავთ როგორ ჯამის ფორმულამ ასევე საბტოტალმა ფუნქციის ნომრით 9 მოგვცა მთლიანი სივრცის ჯამი, ხოლო Subtotal 109-მ მოგვცა იმ რიცხვების ჯამი რაც ჩანს. ანუ ფუნქციის ნომრებს 9-სა და 109-ს შორის განსხვავება ყოფილა ის, რომ 9 ვერ აღიქვამს ხელით დამალვას უჯრების და შეყავს ასეთი უჯრები კალკულაციაში, ხოლო 109 აღიქვამს დამალულ უჯრებს და არ შეყავს ასეთი უჯრები კალკულაციაში.
მსგავსი სტატიები