FORMULATEXT
ფორმულის სახელი:
- FORMULATEXT
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- კონკრეტული უჯრიდან გვაძლევს მასში არსებულ ფორმულას.
ფორმულის მოწყობა:
=Formulatext(reference)
ფორმულის არგუმენტები:
reference – უჯრა
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა, პასუხად გვაძლევს იმ ფორმულას რაც მითითებულ უჯრაში წერია. თუკი უჯრაში ფორმულა არ წერია მაშინ Formulatext-ის შედეგი იქნება #N/A.
მოდით ვნახოთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს Formulatext ფორმულა.
მაგალითი
როგორც ვხედავთ C2 უჯრაში გაერთიანებული გვაქვს ფორმულა A2 + B2 რასაც გვაჩვენებს D2 უჯრაში არსებული ფორმულა – Formulatext(C2)
როგორც ვხედავთ იმ უჯრებში სადაც წერია ფორმულა, Formulatext გვაძლევს ამ ფორმულის შინაარსს, ხოლო სადაც უჯრა ცარიელია (C5 უჯრა) ან სადაც ფორმულა მიმართულია იმ უჯრისკენ სადაც არ წერია ფორმულა (B7 – სადაც წერია სიტყვა Georgia) გვაძლევს #N/A-ს.
სხვა ფორმულების განხილვები