ფორმულის სახელი:

  • MID

ფორმულის ტიპი:

  • ტექსტი

ფორმულის აღწერა:

  • უჯრაში არსებული მონაცემებიდან გამოყოფს თქვენს მიერ მითითებული რაოდენობის სიმბოლოს.

ფორმულის მოწყობა:

  • =MID(text, start_num, num_chars)

ფორმულის არგუმენტები:

Text – უჯრა, მონაცემი

start_numრიგით მერამდენე სიმბოლოდან დაიწყოს სიმბოლოების გადატანა

num_chars – რამდენი სიმბოლო გადაიტანოს

როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა და ვუთითებთ ამ უჯრაში რომელი სიმბოლოდან დაწყებული, რამდენი მონაცემის გამოტანა გვინდა.

მოდით ვნახოთ პრაქტიკაში როგორ მუშაობს Mid ფორმულა.

მაგალითი

A სვეტის შესაბამისი უჯრებიდან გამოვყოთ სხვადასხვა სიმბოლოები

B2 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია „T“  რადგან ფორმულაში ვამბობთ რომ:

Text – A2 – უჯრა საიდანაც გვინდა მონაცემების გადმოტანა

start_num – 1 – ანუ გადმოტანას ვიწყებთ პირველივე სიმბოლოდან

num_chars – 1 – გადმოგვაქვს მხოლოდ ერთი სიმბოლო.

ანალოგიურად B3 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია B რადგან აქ start_num–ში მითითებული გვაქვს  2 – ანუ მონაცემების გადმოტანას ვიწყებთ მოერე სიმბოლოდან.

B6 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგია „თიბისი“, რადგან:

Text –  A6 უჯრა (სადაც წერია – სს თიბისი ბანკი)

start_num – 4 – გადმოტანას ვიწყებთ მეოთხე სიმბოლოდან რომელიც არის „თ“

num_chars – 6 – გადმოგვაქვს ექვსი სიმბოლო (თიბისი)

სხვა ფორმულების განხილვები

  • SUBSTITUTE
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: ფორმულის არგუმენტები: Text – უჯრა, მონაცემი Old_text – სიმბოლო(ები) რომლებიც უნდა შეიცვალოს …
  • SUBTOTAL
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: =SUBTOTAL(function_num,ref1,ref2) ფორმულის არგუმენტები: როგორც ვხედავთ ამ ფორმულის არგუმენტში უნდა ავირჩიოთ ფუნქციის ნომერი …
  • NOT
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: =NOT(logical) ფორმულის არგუმენტები: Logical – ლოგიკური მნიშვნელობა ფორმულა NOT ატრიალებს ლოგიკურ მნიშვნელობებს, …
  • IFS
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: ფორმულის არგუმენტები: test1 – პირველი ლოგიკური ტესტი value1- მნიშვნელობა თუ პირველი ლოგიკური …
  • DATE
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: =DATE(year,month,day) ფორმულის არგუმენტები: როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს წელი, თვე, რიცხვი  და …
  • NETWORKDAYS
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: = NETWORKDAYS(start_date, end_date, holidays) ფორმულის არგუმენტები: ამ ფორმულაში შეგვაქვს საწყისი თარიღი და …

0 პასუხი "MID"

შეტყობინების დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ExcelLab-ექსელის ლაბორატორია ©