FALSE
- ავტორი Giorgi Khitarishvili
- კატეგორია Formulas
- თარიღი აგვისტო 27, 2023
ფორმულის სახელი:
- FALSE
ფორმულის ტიპი:
- ლოგიკური
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს ლოგიკურ მნიშვნელობას FALSE (არასწორია)
ფორმულის მოწყობა:
=FALSE()
ფორმულის არგუმენტები:
ამ ფორმულაში არ შეგვაქვს არგუმენტები.
ფორმულა FALSE გვაძლევს ლოგიკურ მნიშვნელობას არასწორია (FALSE). ფორმულა FALSE არის ეგრეთწოდებული შეთავსებადი ფორმულა “compatibility function”, რაც ნიშნავს რომ ის საჭიროა მხოლოდ მაშინ თუკი გვინდა კონკრეტული ექსელის ფაილის სხვა აპლიკაციასთან ბმა. სხვა შემთხვევაში ამ ფორმულის გამოყენების საჭიროება არ არსებობს.
მაგალითი
როგორც ქვემოთ მაგალითში ვხედავთ გვაქვს B2 და B3 უჯრებში გვაქვს მსგავსი IF ფორმულა, არის მხოლოდ მცირე სხვაობა ფორმულის ლოგიკურ ტესტში.
ფორმულების შინაარსი შემდეგია: თუკი A2/A3 უჯრა უდრის მნიშვნელობას FALSE, მაშინ დაწეროს „კი“, თუ არ უდრის მაშინ დაწეროს „არა“. პირველი ფორმულაში A2 უჯრა შედარებულია ლოგიკურ მნიშვნელობასთან FALSE, ხოლო მეორე შემთხვევაში A3 უჯრა არაფერთან არის შედარებული. ორივე ფორმულის შედეგი ერთიდაიგივეა.
რატომ მოხდა ასე?
ექსელში True და False მნიშვნელობები არის ნაგულისხმევი (ჩაშენებული) მნიშვნელობები.
if ფორმულაში, როგორ ვიცით პირველი არგუმენტი არის Logical Test – ლოგიკური ტესტი, ექსელში კი ლოგიკური ტესტი შეიძება იყოს სწორი (True), ან მცდარი (False).
შესაბამისად თუკი მეორე ფორმულაში, ლოგიკურ ტესტში შეტანილი A3 უჯრა იქნებოდა True, მაშინ ფორმულა მოგვცემდა შედეგად Value If True -ს. ხოლო თუკი A3 უჯრა იქნებოდა ლოგიკური მნიშვნელობა False, მაშინ ფორმულა მოგვცემდა შედეგად Value If False, ისე როგორც ეს როგორც ქვემოთ მოცემულ ფორმულებშია ნაჩვენები.
გარდა ამისა როგორც B4 და B5 უჯრებში არსებულ ფორმულებში ვხედავთ, False ფორმულაში შეგვიძლია ჩავწეროთ ორნაირად: 1. False, 2. False(), ორივე სწორი ფორმაა და ორივე შემთხვევაში ერთნაირად იმუშავებს False ფუნქცია.