CODE
ფორმულის სახელი:
- CODE
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს უჯრაში მოცემული პირველი სიმბოლოს შესაბამის კოდს.
ფორმულის მოწყობა:
=Code(text)
ფორმულის არგუმენტები:
Text – უჯრა, მონაცემი
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა ან მონაცემი. ფორმულა პასუხად გვაძლევს ამ უჯრაში არსებული პირველი სიმბოლოს შესაბამის კოდს.
მაგალითი
როგორც ვხედავთ A2 უჯრაში გვაქვს “A” რომლის შესაბამისი კოდიც არის 65, A3 უჯრაში წერია “AB” სადაც პირველი სიმბოლო არის “A”, ამიტომ აქაც კოდი არის 65. რიცხვებსაც და სიმბოლოებსაც აქვს შესაბამისი კოდი. თუმცა ქართულ სიმბოლოებს ყველას ერთი და იგივე კოდი (63) აქვს.
ზოგადად რა არის ეს კოდი რასაც ვიღებთ ფორმულის შედეგად?
ეს არის ASCII ტიპის კოდი რომელიც არის სტანდარტული მონაცემთა შიფრირების ფორმატი და გამოიყენება კომპიუტერების ერთმანეთთან კომუნიკაციისათვის. კოდი გვაძლევს პასუხს 0-255 დიაპაზონში. დეტალური ინფორმაცია კოდის შესახებ შეგიძლია იხილოთ ბმულზე: ASCII კოდი