SUBSTITUTE
ფორმულის სახელი:
- SUBSTITUTE
ფორმულის ტიპი:
- ტექსტი
ფორმულის აღწერა:
- ანაცვლებს სიმბოლოს(ებს) სხვა სიმბოლოთი(ებით)
ფორმულის მოწყობა:
- = SUBSTITUTE(text, old_text, new_text, [instance])
ფორმულის არგუმენტები:
Text – უჯრა, მონაცემი
Old_text – სიმბოლო(ები) რომლებიც უნდა შეიცვალოს
New_text – სიმბოლო(ები) რომლითაც უნდა შეიცვალოს
[instance] – მერამდენე სიმბოლო უნდა შეიცვალოს
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ერთი უჯრა ან რაიმე სიმბოლო(ები) და ვუთითებთ, არსებული სიმბოლოებიდან რომელი სიმბოლო გვინდა შევცვალოთ სხვა სიმბოლოთი.
თუ ჩვენ გვინდა შევცვალოთ სიმბოლო რომელიც მეორდება, მაგ: “AAABC” – მეორდება A, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ყველა შევცვალოთ თუ რომელიმე კონკრეტული, ამას ვაკეთებთ instance – არგუმენტის გამოყენებით. როგორც ვხედავთ ეს არგუმენტი არასავალდებულოა რადგან ოთხკუთხედ ფრჩხილებშია “[instance]” . თუ ამ არგუმენტს ცარიელს დავტოვებთ მაშინ ყველა სიმბოლო (ჩვენს შემთხვევაში სამივე A) ჩანაცვლდება ახალი სიმბოლოთი, ხოლო თუ გვინდა მხოლოდ მეორე A შევცვალოთ ახალი სიმბოლოთი, მაშინ ვუთითებთ -2-ს.
მაგალითი
როგორც ვხედავთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში A სვეტში გვაქვს სხვადასხვა მონაცემები,
B სვეტში წერია მონაცემებში არსებული რომელი სიმბოლო გვინდა რომ ჩავანაცვლოთ, C სვეტში გვიწერია თუ რა სიმბოლოთი გვინდა ჩავანაცვლოთ.

განვიხილოთ ფორმულების შედეგები:
რას აკეთებს D3 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A3 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც უჯრაში არსებული ყველა სიმბოლო – B, ჩანაცვლებულია სიმბოლოთი – D.
რას აკეთებს D4 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A4 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც უჯრაში არსებული პირველი სიმბოლო – B, ჩანაცვლებულია სიმბოლოთი – D. ეს მოხდა იმიტომ რომ არგუმენტ [instance]-ში მითითებულია 1.
რას აკეთებს D5 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A5 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც უჯრაში არსებული მეორე სიმბოლო – B, ჩანაცვლებულია სიმბოლოთი – D. ეს მოხდა იმიტომ რომ არგუმენტ [instance]-ში მითითებულია 2.
რას აკეთებს D6 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A6 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც უჯრაში არსებული რიცხვი 1, ჩანაცვლებულია სიმბოლოთი – V.
რას აკეთებს D7 უჯრაში არსებული ფორმულა:
ის შედეგად გვაძლევს A7 უჯრაში არსებულ მონაცემს, სადაც უჯრაში არსებული ტექსტი „ეა-“ ჩანაცვლებულია არაფრით. არფერი ექსელში იწერება შემდეგნაირად “” (ბრჭყალის გახსნა და დახურვა, ისე რომ ბრჭყალებში შიგნით არაფერი შეგვაქვს.).
მსგავსი სტატიები
- AI Pool N1
- AVERAGE ფორმულის სავარჯიშოებიVERAGE ფორმულის სავარჯიშოები Excel-ში ამ გვერდზე განთავსებულია AVERAGE ფორმულის მარტივი სავარჯიშოები, რომლებიც დაგეხმარებათ Excel-ში საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის პრაქტიკულად შესწავლაში. სავარჯიშოები განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის და ეტაპობრივად გაჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ AVERAGE ფუნქცია Excel-ში რიცხვითი მონაცემების საშუალო მნიშვნელობის დასათვლელად. AVERAGE ფორმულა ერთ-ერთი ყველაზე …
- Excel 2016 VS Excel 2019 – რა არის განსხვავებული?შესავალი ბევრი ორგანიზაცია და ინდივიდუალური მომხმარებელი კვლავ აქტიურად იყენებს Excel 2016-ს, როგორც სტაბილურ და ნაცნობ სამუშაო გარემოს. თუმცა Microsoft-ის პროდუქტების ევოლუციიდან გამომდინარე, ადრე თუ გვიან ჩნდება კითხვა: ღირს თუ არა Excel 2019-ზე გადასვლა და რას შეცვლის ეს პრაქტიკაში? Excel 2019 …
- MINIFSფორმულის სახელი: MINIFS ფორმულის ტიპი: სტატისტიკური ფორმულის აღწერა: აბრუნებს მინიმალურ მნიშვნელობას მოცემული დიაპაზონიდან, რომელიც აკმაყოფილებს ერთ ან რამდენიმე პირობას. ფორმულის მოწყობა: =MINIFS(min_range, criteria_range1, criteria1, [criteria_range2, criteria2], …) ფორმულის არგუმენტები: min_range — დიაპაზონი, საიდანაც მინიმალური მნიშვნელობა უნდა მოიძებნოს. criteria_range1 — პირველი …
- SUM ფორმულის სავარჯიშოებიაქ განთავსებულია ჯამის ფორმულის SUM, მარტივი სავარჯიშოები
- SWITCHფორმულის სახელი: SWITCH ფორმულის ტიპი: ლოგიკური ფორმულის აღწერა: SWITCH ფუნქცია ამოწმებს ერთ მნიშვნელობას (expression) სხვადასხვა ვარიანტზე და აბრუნებს იმ შედეგს, რომელიც პირველივე დამთხვევას შეესაბამება. თუ დამთხვევა არ მოიძებნა, შეგიძლიათ ბოლოს მიუთითოთ default მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იქნება #N/A ფორმულის მოწყობა: …



