COLUMNS
ფორმულის სახელი:
- COLUMNS
ფორმულის ტიპი:
- ძებნა & დაკავშირება
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს მონიშნულ სივრცეში არსებული სვეტის რაოდენობას
ფორმულის მოწყობა:
- =COLUMNS(array)
ფორმულის არგუმენტები:
array – სივრცე
COLUMNS გვაძლევს ჯამს მონიშნულ სივრცეში არსებული სვეტების რაოდენობისა. ფორმულაში შეგვაქვს ერთი არგუმენტი – Array – ანუ ერთი უწყვეტი სივრცე.
მაგალითი
როგორც ქვემოთ მაგალითშია მოცემული, B3:B8 უჯრებში ჩაწერილია Columns ფორმულები, რომლებში არის შეტანილი სხვადასხვა სივრცეები.
B3 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 1, რადგან ფორმულაში შეტანილია ერთი უჯრა (A3) შესაბამისად მოიცავს ერთ სვეტს.
B4 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 3, რადგან ფორმულაში შეტანილია A3:A7 უჯრები, რომლებიც არის ერთ სვეტში.
B5 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 2, რადგან ფორმულაში შეტანილია ორ სვეტში (A და B) არსებული უჯრები. ანალოგიურად B6 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 2, რადგან ფორმულაში შეტანილია ორი სვეტი (A და B).
B8 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხია არის 16,384, რადგან ფორმულაში შეტანილია მთლიანდ ექსელის ცხრილი, რომელიც შედგება 16,384 სვეტისაგან.
მსგავსი სტატიები