PV
ფორმულის სახელი:
- PV
ფორმულის ტიპი:
- ფინანსური
ფორმულის აღწერა:
- პასუხად გვაძლევს ფულის (ინვესტიციის) მიმდინარე ღირებულებას.
ფორმულის მოწყობა:
- =PV(rate,nper,pmt,[fv],[type])
ფორმულის არგუმენტები:
rate – განაკვეთი
nper – გადახდის პერიოდების რაოდენობა
pmt – ყოველ გადახდაზე შესატანი თანხა
[fv] – ფულის მომავალი ღირებულება
[type] – შეტანის დრო
როგორც ვხედავთ ამ ფორმულას ვიყენებთ, მაშინ როდესაც გვაინტერესებს გავიგოთ რა არის მომავალში გადასახდელი ან მისაღები თანხის(ების) მიმდინარე ღირებულება.
ფორმულაში გვაქვს ორი არასავალდებულო არგუმენტი, რომლებიც ჩასმულია ოთხკუთხედ ფრჩხილებში – []:
- Fv – ფულის მომავალი ღირებულება – დაგვჭირდება იმ შემთხვევაში თუკი შეტანა/მიღება გვაქვს პერიოდის ბოლოსაც.
- Type – შეტანის დრო – როდესაც შეტანა, ინვესტირება ხორციელდება პერიოდულად მაშინ ჩვენ ვირჩევთ შეტანა განხორციელდეს პერიოდის დასაწყისში თუ პერიოდის ბოლოს. (თუკი გამოვტოვებთ იგულისხმება პერიოდის ბოლოს)
ზოგადად ინვესტირება შეიძლება იყოს ანუიტეტური და არაანუიტეტური:
- არაანუიტეტური – Non Anuity – მხოლოდ ერთი გადახდა/მიღება პერიოდის ბოლოს
- ანუიტეტური – Anuity – პერიოდული გადახდა
მაგალითი N1 – Non Anuity – მხოლოდ ერთი გადახდა პერიოდის დასაწყისში
თქვენ გაქვთ მოთხოვნა შპს კრედიტის მიმართ 2,000 ლარის ოდენობით, მან ეს თანხა უნდა დაგიბრუნოთ 3 წლის მერე, რა იქნება ამ თანხის მიმდინარე ღირებულება თუკი წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 9%?
როგორც ვხედავთ B5 უჯრაში არსებული ფორმულის მიხედვით 3 წლის შემდეგ მისაღები 2,000 ლარის მიმდინარე ღირებულება შეადგენს -1,544.37 ლარს. უარყოფითი რიცხვი იმიტომ მივიღეთ, რომ ეს არის ჩვენგან თანხის გასვლა.
ფორმულაში შეტანილი არგუმენტები:
- Rate – განაკვეთი – 9%
- Nper – პერიოდების რაოდენობა – 3 (რადგან პროცენტი/სარგებელი ერიცხება წლიურად) პროცენტის/სარგებლის დარიცხვა რომ ყოფილიყო ყოველთვიური მაშინ პერიოდების რაოდენობა იქნებოდა 3*12=120
- Pmt – ყოველ გადახდაზე შენატანის რაოდენობა – ამ არგუმენტს არ ვიყენეთ რადგან პირობის მიხედვით ერთხელ პერიოდის დასაწყისში ვასესხეთ თანხა და ამის შემდეგ თანხა აღარ გაგვიცია.
- Fv – მომავალი ღირებულება – ორიათასი (2000) რადგან პერიოდის ბოლოს უნდა დაგვიბრუნოს 2,000 ლარი.
Type – შეტანის პერიოდი – არ შეგვაქვს მონაცემი რადგან პერიოდული შეტანები არ გვაქვს, ანაბარი არის არაანუიტეტური. და მისაღები თანხა არის პერიოდის (3 წლის) ბოლოს. (თუკი გამოვტოვებთ იგულისხმება პერიოდის ბოლოს)
მაგალითი N2 – Anuity – პერიოდული გადახდა – წლიური
გინდათ შეიძინოთ ავტომობილი განვადებით, განვადების პირობები შემდეგია: 5 წლის განმავლობაში, ყოველი წლის ბოლოს იხდით $3,000, წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 12%. რა არის ამ გადახდების მიმდინარე ღირებულება?
როგორც ვხედავთ B17 უჯრაში არსებული ფორმულების შედეგია 10,814.33.
ფორმულაში შეტანილი არგუმენტები:
- Rate – განაკვეთი – 12% – რადგან წლიურ საპროცენტო განაკვეთი არის 12%
- Nper – პერიოდების რაოდენობა – 5 (რადგან გადახდები არის ყოველწლიური)
- Pmt – ყოველ გადახდაზე შენატანის რაოდენობა – 3000 ლარი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს გასავალს/ხარჯს ამიტომ იწერება უარყოფითი ნიშნით.
- Fv – მიმდინარე ღირებულება – არ ვიყენებთ ამ არგუმენტს რადგან პერიოდის (5 წლის) ბოლოს დამატებით თანხა არ შეგვაქვს.
- Type – შეტანის პერიოდი – გვაქვს შეტანა პერიოდის ბოლოს, ამიტომ ან ვტოვებთ ცარიელს, ან შეგვაქვს 0.
მაგალითი N3 – Anuity – პერიოდული გადახდა ყოველთვიური
გინდათ შეიძინოთ ავტომობილი განვადებით, განვადების პირობები შემდეგია: 5 წლის განმავლობაში, ყოველი თვის ბოლოს იხდით 300 დოლარს, ხოლო განვადების დასასრულს დამატებით ერთჯერადად 500 დოლარს. წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 12%. რა არის ამ გადახდების მიმდინარე ღირებულება?
როგორც ვხედავთ B17 უჯრაში არსებული ფორმულების შედეგია 13,761.74.
ფორმულაში შეტანილი არგუმენტები:
- Rate – განაკვეთი – 1% – რადგან წლიურ საპროცენტო განაკვეთი არის 12%, ხოლო შეტანები გვაქვს ყოველთვიურად, ამიტომ უნდა გამოვიანგარიშოთ ყოველთვიური პროცენტი და ის შევიტანოთ ფორმულაში. (12%/12=1%)
- Nper – პერიოდების რაოდენობა – 60, რადგან გადახდები არის ყოველთვიური, ხოლო სესხი არის 5 წლიანი, შესაბამისად პერიოდების რაოდენობა არის 5*12=60
- Pmt – ყოველ გადახდაზე შენატანის რაოდენობა – 300 ლარი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს გასავალს/ხარჯს ამიტომ იწერება უარყოფითი ნიშნით.
- Fv – მიმდინარე ღირებულება – 500, რადგან პერიოდის (5 წლის) ბოლოს დამატებით 500 დოლარი გვაქვს შესატანი.
- Type – შეტანის პერიოდი – გვაქვს შეტანა პერიოდის ბოლოს, ამიტომ ან ვტოვებთ ცარიელს, ან შეგვაქვს 0.
სხვა ფორმულის განხილვები