TRUE
ფორმულის სახელი:
- TRUE
ფორმულის ტიპი:
- ლოგიკური
ფორმულის აღწერა:
- გვაძლევს ლოგიკურ მნიშვნელობას TRUE (სწორია)
ფორმულის მოწყობა:
=TRUE()
ფორმულის არგუმენტები:
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში არ შეგვაქვს არგუმენტები.
ფორმულა TRUE გვაძლევს ლოგიკურ მნიშვნელობას სწორია (TRUE). ფორმულა TRUE არის ეგრეთწოდებული შეთავსებადი ფორმულა “compatibility function”, რაც ნიშნავს რომ ის საჭიროა მხოლოდ მაშინ თუკი გვინდა კონკრეტული ექსელის ფაილის სხვა აპლიკაციასთან ბმის დროს. სხვა შემთხვევაში ამ ფორმულის გამოყენების საჭიროება არ არსებობს.
მაგალითი
როგორც ქვემოთ მაგალითში ვხედავთ გვაქვს ორი IF ფორმულა (B2 და B3 უჯრები), ორივე მსგავსია. ფორმულების შინაარსი შემდეგია: თუკი A2 და A3 უჯრა უდრის მნიშვნელობას True-ს, მაშინ დაწეროს „კი“, თუ არ შეიცავს მაშინ „არა“. პირველი ფორმულაში A2 შედარებულია ლოგიკურ მნიშვნელობაზე True, ხოლო მეორე შემთხვევაში A3 უჯრა არაფერთან არის შედარებული. ორივე ფორმულის შედეგი იგივეა.
რატომ მოხდა ასე?
ექსელში True და False მნიშვნელობები არის ნაგულისხმევი (ჩაშენებული) მნიშვნელობები.
if ფორმულაში, როგორ ვიცით პირველი არგუმენტი არის Logical Test – ლოგიკური ტესტი, ექსელში კი ლოგიკური ტესტი შეიძება იყოს სწორი (True), ან მცდარი (False).
შესაბამისად თუკი მეორე ფორმულაში, ლოგიკურ ტესტში შეტანილი A3 უჯრა იქნებოდა True, მაშინ ფორმულა მოგვცემდა შედეგად Value If True -ს. ხოლო თუკი A3 უჯრა იქნებოდა ლოგიკური მნიშვნელობა False, მაშინ ფორმულა მოგვცემდა შედეგად Value If False, ისე როგორც ეს როგორც ქვემოთ მოცემულ ფორმულებშია ნაჩვენები
მსგავსი სტატიები