ფორმულის სახელი:

  • RAND

ფორმულის ტიპი:

  • მათემატიკური

ფორმულის აღწერა:

  • გვაძლევს შემთხვევით რიცხვს 0-დან 1-მდე.

ფორმულის მოწყობა:

  • = RAND()

ფორმულის არგუმენტები:

ამ ფორმულაში არგუმენტები არ შეგვაქვს

როგორც აღწერაშია მითითებული ამ ფორმულაში არგუმენტები არ შეგვაქვს და ფორმულა გვაძლევს პასუხად შემთხვევით წილად რიცხვს ნულიდან ერთამდე.

მაგ. რიცხვს:0.5223452. RAND ფუნქცია აკეთებს ხელახალ კალკულაციას ექსელის წიგნში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების დროს. ანუ ყოველი რეკალკულაციის დროს ფორმულა მოგვცემს განსხვავებულ პასუხს.

მაგალითი

A2 უჯრაში დავწეროთ ფორმულა Rand.

როგორც ვხედავთ ფორმულის შედეგია: 0.1057211

თუმცა თუკი ჩვენ ამ ექსელის წიგნში, ნებისმიერ შიტზე, ნებისმიერ რაიმეს შევცვლით, თუნდაც უჯრა გავხსნათ და შემდეგ Enter ღილაკს დავაჭიროთ (დავხუროთ უჯრა), ეს ფორმულა განახორცილებს ავტომატურ კალკულაციას და მოგვცემს ახალ შემთხვევით რიცხვს.

როგორც ხედავთ ფორმულამ მოგვცა ახალი შედეგი: 0.5686684

რა უნდა გავაკეთოთ თუკი გვინდა ფორმულის მიერ მიღებული შედეგი არ შეიცვალოს?

  1. პირველი გზა არის ფორმულის მოხსნა.

აკოპირებთ ფორმულას, შემდეგ გადადიხართ Home განყოფილების Clipboard ქვეგანყოფილებაში , ირჩევთ Paste ფუნქციას, კერძოდ Paste Values-ს და მოიხსნება ფორმულა.

2. მეორე გზა არის ავტომატური კალკულაციის მოხსნა.

სტანდარტულად ყველა ფორმულა ექსელში არის ავტომატურ კალკულაციაზე. თუმცა თუკი ავტომატურ კალკულაციას მოხსნით ეს გავლენას იქონიებს ფაილში არსებულ სხვა ფორმულებზეც, ანუ ფაილში არსებული ყველა ფორმულის კალკულაცია გახდება მანუალური. და ზოგადად თქვენს კომპიუტერში დაყენებული ექსელი გადავა მანუალურ კალკულაციაზე, ანუ ნებისმიერი გახსნილი ფაილი იქნება მანუალურ კალკულაციაზე.

კალკულაციების ტიპის შეცვლა ხდება Formulas განყოფილების ქვეგანყოფილება Calculation-იდან.

მსგავსი სტატიები

  • IFS
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: ფორმულის არგუმენტები: test1 – პირველი ლოგიკური ტესტი value1- …
  • DATE
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: =DATE(year,month,day) ფორმულის არგუმენტები: როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს …
  • NETWORKDAYS
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: = NETWORKDAYS(start_date, end_date, holidays) ფორმულის არგუმენტები: ამ ფორმულაში …
  • REPT
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: ფორმულის არგუმენტები: Text – უჯრა, მონაცემი Number_times – …
  • PV
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: ფორმულის არგუმენტები: rate – განაკვეთი nper – გადახდის …
  • COLUMNS
    ფორმულის სახელი: ფორმულის ტიპი: ფორმულის აღწერა: ფორმულის მოწყობა: ფორმულის არგუმენტები: array – სივრცე COLUMNS გვაძლევს ჯამს …

0 პასუხი "RAND"

შეტყობინების დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ExcelLab-ექსელის ლაბორატორია ©