OR
ფორმულის სახელი:
- Or
ფორმულის ტიპი:
- ლოგიკური
ფორმულის აღწერა:
- ფორმულაში შეგვაქვს ერთი ან მეტი ლოგიკური ტესტი. ფორმულის პასუხია TRUE-ს ერთ-ერთი ლოგიკა მიანც დაკმაყოფილდა და FALSE თუ არც ერთი ლოგიკური ტესტი არ დაკმაყოფილდა.
ფორმულის მოწყობა:
=OR(logical1,logical2… logical255)
ფორმულის არგუმენტები:
logical1 – ლოგიკური ტესტი 1
logical2 – ლოგიკური ტესტი 2
logical255 – ლოგიკური ტესტი 255 როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ლოგიკები (ლოგიკური ტესტები).
მაგალითი N1
ვთქვათ გვაქვს თანამშრომელთა რეესტრი რომელიც შედგება სამი სვეტისაგან, სახელი და გვარი, ასაკი და ხელფასი, გვაინტერესებს რომელი თანამშრომელი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ასაკი მეტია 40 წელზე ან ხელფასი ნაკლებია 2000 ლარზე.
როგორც ვხედავთ D2 უჯრაში არსებული Or ფორმულის შედეგია False რადგან ამ ფორმულაში შეტანილი ორივე ლოგიკური ტესტი მცდარია. კერძოდ B2 უჯრაში არსებული მონაცემი ნაკლებია ორმოცზე, ასევე C2 უჯრაში არსებული რიცხვი არ არის ნაკლები ორიათასზე.
ხშირად ამ ფორმულას იყენებენ IF ფორმულასთან ერთად.
მაგალითი N2
გვაქვს X კომპანიაში დასაქმებულთა რეესტრი და გვინდა შევაფასოთ თანამშრომლები პროფესიონალიზმის მიხედვით. გვაქვს შეფასები ორი კრიტერიუმი. (პოზიცია და გამოცდილება (ნამუშევარი წლები)). იმისათვის, რომ თანამშრომელი პროფესიონალად ჩავთვალოთ ის უნდა აკმაყოფილებდეს აქედან ერთ-ერთ კრიტერიუმს. მაგ: უნდა იყოს ან უფროსი სპეციალისტი ან მისი სამუშაო გამოცდილება უნდა იყოს 5 წელზე მეტი.
როგორც ხედავთ D2 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგი არის „გამოცდილი“ რადგან მასში შეტანილი ორი ლოგიკური ტესტიდან ერთი სწორია (წლების რაოდენობა მეტია ხუთზე).
მსგვასი სტატიები