XOR
ფორმულის სახელი:
- XOR
ფორმულის ტიპი:
- ლოგიკური
ფორმულის აღწერა:
- ფორმულაში შეგვაქვს ერთი ან მეტი ლოგიკური ტესტი. ფორმულის პასუხია TRUE თუკი ლოგიკური ტესტებიდან ერთ-ერთი მიანც დაკმაყოფილდა და FALSE თუ ყველა დაკმაყოფილდა ან არც ერთი არ დაკმაყოფილდა.
ფორმულის მოწყობა:
=XOR(logical1,logical2… logical255)
ფორმულის არგუმენტები:
logical1 – ლოგიკური ტესტი 1
logical2 – ლოგიკური ტესტი 2
logical255 – ლოგიკური ტესტი 255
როგორც ვხედავთ ამ ფორმულაში შეგვაქვს ლოგიკები (ლოგიკური ტესტები).
მაგალითი N1 – ფორმულაში შეგვაქვს ორი ლოგიკური ტესტი
ვთქვათ გვაქვს თანამშრომელთა რეესტრი რომელიც შედგება ორი სვეტისაგან, სქესი და დეპარტამენტი გვაინტერესებს რომელი თანამშრომელი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: სქესი არის: მამაკაცი ან დეპარტამენტი – B.
ჩვენ არ გვაინტერესებს ისეთი შემთხვევები როდესაც:
- ორივე ლოგიკური ტესტი დაკმაყოფილდა
- არცერთი ლოგიკური ტესტი არ დაკმაყოფილებულა
როგორც ვხედავთ C3 უჯრაში არსებული Xor ფორმულის შედეგია True რადგან ამ ფორმულაში შეტანილი პირველი ლოგიკური ტესტი ჭეშმარიტია, მეორე კი მცდარია.
C4 უჯრაში არსებული ფორმულის პასუხი არის False რადგან ამ ფორმულაში შეტანილი ორივე ლოგიკური ტესტი არის ჭეშმარიტი. ასევე False არის C5 უჯრაში არსებული ფორმულა რადგან ფორმულაში შეტანილი ორივე ტესტი არის მცდარი.
მაგალითი N2 – ფორმულაში შეგვაქვს ორზე მეტი ლოგიკური ტესტი.
როდესაც Xor ფორმულაში ორზე მეტი ლოგიკური ტესტი შეგვაქვს ფორმულის მუშაობა იცვლება, კერძოდ, ფორმულა წერს True-ს თუ ჭეშმარიტი ლოგიკური ტესტების რაოდენობა არის კენტი და შესაბამისად False თუ ჭეშმარიტი ლოგიკური ტესტების რაოდენობა გვაქვს ლუწი.
როგორც ხედავთ:
- D10 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგი არის True რადგან მასში შეტანილი ლოგიკური ტესტებიდან ჭეშმარიტია ერთი;
- D11 უჯრაში არსებული ფორმულის შედეგი არის False რადგან მასში შეტანილი ლოგიკური ტესტებიდან ჭეშმარიტია ორი;
მსგავსი სტატიები
თეგებიExcel, Xor ფორმულა, ექსელი, ლოგიკური ფორმულა, ფორმულები, ფორმულები ექსელში