FV
ფორმულის სახელი:
- FV
ფორმულის ტიპი:
- ფინანსური
ფორმულის აღწერა:
- პასუხად გვაძლევს ფულის (ინვესტიციის) მომავალ ღირებულებას.
ფორმულის მოწყობა:
- =FV(rate,nper,pmt,[pv],[type])
ფორმულის არგუმენტები:
rate – განაკვეთი
nper – გადახდის პერიოდების რაოდენობა
pmt – ყოველ გადახდაზე შესატანი თანხა
[pv] – ფულის მიმდინარე ღირებულება
[type] – შეტანის დრო
როგორც ვხედავთ ამ ფორმულას ვიყენებთ მაშინ როდესაც გვაინტერესებს გავიგოთ რა ღირებულება ექნება ჩვენს მიერ ინვესტირებულ თანხას გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ფორმულაში გვაქვს ორი არასავალდებულო არგუმენტი, რომლებიც ჩასმულია ოთხკუთხედ ფრჩხილებში – []:
- Pv – ფულის მიმდინარე ღირებულება – დაგვჭირდება იმ შემთხვევაში თუკი შენატანი გვაქვს პერიოდის დასაწყისში(ც).
- Type – შეტანის დრო – როდესაც შეტანა, ინვესტირება ხორციელდება პერიოდულად მაშინ ჩვენ ვირჩევთ შეტანა განხორციელდეს პერიოდის დასაწყისში თუ პერიოდის ბოლოს. (თუკი გამოვტოვებთ იგულისხმება პერიოდის ბოლოს)
ზოგადად ამ ფორმულის მიზნებისთვის ინვესტირება შეიძლება იყოს ანუიტეტური და არაანუიტეტური.
არაანუიტეტური – Non Anuity – მხოლოდ ერთი გადახდა პერიოდის დასაწყისში
ანუიტეტური – Anuity – პერიოდული გადახდა
მაგალითი N1 – Non Anuity – მხოლოდ ერთი გადახდა პერიოდის დასაწყისში
თუკი ბანკში გახსენით ანაბარი 1000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთია 5% (პროცენტი/სარგებელი ერიცხება წლიურად), რა თანხას აიღებთ 10 წლის შემდეგ?
როგორც ვხედავთ B10 უჯრაში არსებული ფორმულის მიხედვით 10 წლის შემდეგ ამოცანაში მოცემული პირობების მიხედვით ჩვენ მივიღებთ 1,628.89 ლარს.
ფორმულაში შეტანილი არგუმენტები:
- Rate – განაკვეთი – 5%
- Nper – პერიოდების რაოდენობა – 10 (რადგან პროცენტი/სარგებელი ერიცხება წლიურად) პროცენტის/სარგებლის დარიცხვა რომ ყოფილიყო ყოველთვიური მაშინ პერიოდების რაოდენობა იქნებოდა 10*12=120
- Pmt – ყოველ გადახდაზე შენატანის რაოდენობა – ამ არგუმენტს არ ვიყენეთ რადგან პირობის მიხედვით შეტანა მოხდა ერთხელ, ანაბრის დაწყების თარიღში და მას ანაბარზე თანხა აღარ შეგვიტანია.
- Pv – მიმდინარე ღირებულება – მინუს ათასი (-1000) რადგან ჩვენ შევიტანეთ პერიოდის დასაწყისში 1000 ლარი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს გასავალს/ხარჯს ამიტომ იწერება მინუსით.
- Type – შეტანის პერიოდი – არ შეგვაქვს მონაცემი რადგან პერიოდული შეტანები არ გვაქვს, ანაბარი არის არაანუიტეტური.
მაგალითი N2 – Anuity – პერიოდული გადახდა
ბანკში გახსნილი გაქვთ ანაბარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი არის12%, ხანგრძლივობა 1 წელი, (პროცენტის/სარგებლის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად) ყოველთვიურად შეგაქვთ 100 ლარი, რა თანხას აიღებთ 2 წლის შემდეგ?
როგორც ვხედავთ B24 და C24 უჯრაში არსებული ფორმულების შედეგები განსხვავდება ერთმანეთისაგან. რადგან შენატანის თარიღები არის განსხვავებული.
ფორმულაში შეტანილი არგუმენტები:
- Rate – განაკვეთი – 1% – რადგან წლიურ საპროცენტო განაკვეთი არის 12% შესაბამისად ყოველთვიური იქნება 1%.
- Nper – პერიოდების რაოდენობა – 24 (რადგან პროცენტი/სარგებელი ერიცხება თვიურად)
- Pmt – ყოველ გადახდაზე შენატანის რაოდენობა – (-100) რადგან ყოველ თვე შეგვაქვს 100 ლარი რომელიც წარმოადგენს ჩვენს გასავალს/ხარჯს ამიტომ იწერება უარყოფითი ნიშნით.
- Pv – მიმდინარე ღირებულება – არ ვიყენებთ ამ არგუმენტს რადგან საწყისი ინვესტიცია არ გვაქვს.
- Type – შეტანის პერიოდი – B24-ის შემთხვევაში გვაქვს შეტანა პერიოდის ბოლოს, ხოლო C24-ის შემთხვევაში პერიოდის დასაწყისში.
მსგავსი სტატიები